შოტლანდიამ ესპანეთი დაამარცხა - ამ ჯგუფში შანსი საქართველოსაც ექნება, თუ...

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში შოტლანდიამ სახლში ესპანეთს 2:0 სძლია.

ისევე, როგორც გასულ ტურში კვიპროსთან, ისევ შეასრულა დუბლი „მანჩესტერის“ ნახევარმცველმა მაკტომინიმ და A ჯგუფში 6 ქულით თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდი გაალიდერა. „ფურია როხამ“ კი ვერაფერი სახეირო ვერ შემოგვთავაზა და გამოჩნდა, რომ უპირობო ფავორიტად მისი მიჩნევა გადაჭარბებულია.

საერთოდაც, საქმეს ისეთი პირი უჩანს, ამ ჯგუფში სიტუაცია კიდევ არაერთხელ აირევა და შანსი „ჯვაროსნებსაც“ მიეცემა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმაზე უკეთ ითამაშებენ, ვიდრე ნორვეგიელებთან.

17 ივნისს შოტლანდია გასვლაზე ნორვეგიას დაუპირისპირდება, ხოლო ესპანეთი
8 სექტემბერს სტუმრად საქართველოს ნაკრებს შეხვდება.

. ესპანეთის ნაკრები ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე 2014 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა - აქამდე 17 მატჩი ჰქონდა მოგებული და 2 ფრედ დასრულებული. ამას გარდა, ესპანელებმა 2016 წლის შემდეგ პირველად იწვნიეს ორგოლიანი სხვაობით მარცხი.

გლაზგო. „ჰემპდენ პარკი“
შოტლანდია - ესპანეთი 2:0
გოლები: 1:0 მაკტომინი (7), 2:0 მაკტომინი (51)

მკითხველის კომენტარები / 25 /
შოტლანდიაც ძლიერია,ესპანეთიც და ნორვეგიას,ჰაალანდი გარეშე გვაჯობეს და მასთან ერთად როგორც ითამაშებენ ხომ წარმოგიდგენიათ?ჩვენი ნაკრები რომ კონკურენტუნარიანი გახდეს საჭიროა ძირითადში გაგნიძე,საზონოვი,გოჩოლეიშვილი,ლობჟანიძე,ჩაკვეტაძე,ეს ბიჭები ყველანი უნდა იყვნენ ძირითადში და წერტილი!წინ ხვიჩა და მიქაუტაძე,ასევე ბუდუც,
ზაზა
15:29 29-03-2023
1
როგორი კომენტარი აღარ წავიკითხე, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, მაგრამ მე გუშინაც დავწერე, ზედმეტი მოლოდინების შექმნას, კარგი არაფერი მოაქვს.კარგად მახსოვს ჩაკვე, იმედი დამიბრუნა, მარტომ მოიგო ერთა ლიგა, D ჯგუფი, მაგრამ მაინც. ოღონდ მაშინ გუნდი არ იყო, ჩაკვე მარტო იყო. ეხლა? ეხლა რა ხდება? ეხლა გუნდი ნამდვილად გვყვავს, ოღონდ გაზრდა ჭირდებათ. ნაპოლის თამაშებს ისე ველოდები, წუთებს ვითვლი ხოლმე, რატომ? ბოდიში და სულ ფეხებზე არ მკიდია, რას იზამს მაპოლი? მაგრამ არა, იქ კვარაა, კვარა, რომელმაც ჩაკვესავით იმედი დამიბრუნა. გუშინ კი, გუშინ ბიჭებს ზედმეტი წნეხი ავკიდეთ, ვერ ატყობთ, რომ ბოლო დროს, ნაკრები გასვლაზე უკეთ, ლაღად თამაშობს. რატომ? ნაკლები წნეხი აქვთ და იმიტომ. სახლში კი, ზედმეტად ნერვიულობენ. იქნებ დავფიქრდეთ? აუცილებლად რატომ უნდა მოგვეგო ნორვეგიასთან? მონღოლეთთან კი, მაგრამ ნორვეგიასთან რატომ?
ხვიჩა კი, გუშინ არ მომეწონა, ნაპოლშიც იყო ერთი ორი თამაში, აუტის ხაზთან რომ დგას და გაჰყურებს გუნდი როგორ უტევს. ასე რომ, უამრავიპრობლემაა, რომლებიც თავისით არ მოგვარდება.
დიდება საქართველოს!!!
ლევანი
12:26 29-03-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული