ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები მონაწილეობს, შოტლანდიამ გასვლაზე კვიპროსი 3:0 დაამარცხა.
შოტლანდიამ საწყის ნახევარ საათში გაუტანა თემურ ქეცბაიას გუნდს სამი უპასუხო გოლი და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.
შოტლანდიამ ჯგუფში ხუთივე შეხვედრა მოიგო და პირველ ადგილს, ალბათ, ვერავინ შეეცილება.
ლარნაკა. „გეორგიოს კარაპატაკისი“
კვიპროსი - შოტლანდია 0:3
გოლები: 0:1 მაკტომინი (6), 0:2 პორტეუსი (16), 0:3 მაკგინი (30)
და ბაზარი არაა, ერთა ლიგაზე თუ წარმატებული გამოსვლა არ იქნება (იმედი ბოლოს კვდება) ამ თაობასთან ქეცბაია როგორც მწვრთნელი იდეალური იქნება, ყველა თაობა გაერთიანდება ერთი ქართული მიზნის გარშემო.