"კრასნოდარისა" და სომხეთის ნაკრების 22 წლის ნახევარმცველ ედუარდ სპერციანის სამსახურით "რეალი" ისევ დაინტერესდა, - ამ ინფორმაციას Metaratings-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ფეხბურთელის წარმომადგენლები "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელებს ესაუბრენ, თუმცა ჯერ მადრიდული კლუბისგან აქტიურ მოქმედებებს ადგილი არ ჰქონია და ყველაფერი ინტერესის დონეზეა.
სპერციანი "კრასნოდარის" აღზრდილია, ამ სეზონში ყველა ტურნირზე კლუბში 21 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, რუსული პრესის მტკიცებით, ადრე პსვ ეპატიჟებოდა, მაგრამ მშობლიური გუნდის დატოვება არ სურს.