სომხეთის ნაკრებმა თურქეთში გამარჯვება ხელიდან გაუშვა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, D ჯგუფში თურქეთისა და სომხეთის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

სომხეთის ნაკრები შესვენების შემდეგ „პიუნიკის“ 33 წლის ნახევარმცველმა არტაკ დაშიანმა დააწინაურა. თუმცა, 88-ე წუთზე საპასუხო გოლი შეცვლაზე შესულმა „რენის“ თავდამსხმელმა ბერტუგ ილდირიმმა გაიტანა.

თურქეთის ნაკრები 10 ქულით ლიდერია, სომხეთს კი 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული და 7 ქულით მესამე ადგილზეა.

ესკიშეჰირი. „იენი სტადიუმუ“
თურქეთი - სომხეთი 1:1
გოლები: 0:1 დაშიანი (49), 1:1 ილდირიმი (88)

მკითხველის კომენტარები / 4 /
სომხები მაინც გავიდნენ. იქნებ გამოფხიზლდნენ საქართველოში. მამა მიყვებოდა, 70-ან წლებში დინამოს ჩავარდნა ქონია. ამ დროს სომხებმა, პირიქით გაქაჩეს და დუბლი აიღეს. ამის მერე ჩაერია შსს მინისტრი (დინამო მილიციის გუნდი იყო), მოიყვანეს ახალკაცი, შექმნეს საქართველოს 4 ნაკრები და ჩაატარეს ტურნირი. იქედან აიყვანეს დინამოში ქორიძე, კოპალა, ჩივაძე. ქუთაისიდან გადმოიყვანეს ხალხი. 3 წელიწადში ჩემპიონებიც გახდნენ, თასიც მოიგეს, მერე თასების თასი. აბა, ერთ დღეში ვინ ქმნის გუნდს.
მწარე
09 სექტემბერი 2023 11:18
1
სომხებისგან განსხვავებით ჩვენ ვბალეშილობთ სომხებს გვინდა რაღაცას მიახწიონ როგორც ჩვენ იმედი გვაქვს შევალთ ევროპის ჩემპიონატზე და მსოფლიოზე და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურებზე მალე ჩვენს გარდა ყველა გავიდა
სიმართლე
10 სექტემბერი 2023 10:14
0
ისე მგონი სომხეთს ფიზიკურად უფრო ძლიერი ფეხბურთელები ყავს . აზაროვი , დავითაშვილი,გაგნიძე,კიტეიშვილი ,აბურჯანია და ა.შ დარწმუნებული ვარ ტრენაჟორებზე კვირაში 1 საათითაც არ ვარჯიშობენ. სირისტიანი "კუნთავიკები" :)))
კონსერვატორი
09 სექტემბერი 2023 01:48
7
მართალია. ანანიძესაც და მრავალ სხვას, თუგინდ დღევანდელ ფეხბურთელებს ტრენაჟორსა და შტანგაზე ვარჯიში ზედმეტი ჰგონია. აბა ტოპ ნაკრებებს ჰკითხე...
ლაშა
09 სექტემბერი 2023 07:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული