ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, H ჯგუფში, მეექვსე ტურში ყაზახეთმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდია 1:0 დაამარცხა.
მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, თამაშს ქვეყნის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევიც დაესწრო და პირთამდე სავსე სტადიონზე მასპინძლებმა გამარჯვება მოიპოვეს. ნამატჩევს პრეზიდენტი გასახდელში შევიდა, ფეხბურთელებს წარმატება მიულოცა და რჩევაც მისცა - ფიზიკური მომზადების გაუმჯობესება გმართებთო.
ამ მომენტისთვის ჯგუფში 12-12 ქულით ლიდერები ფინეთი და ყაზახეთი არიან, მესამე ადგილზე 10 ქულით დანიაა, რომელიც დღეს სტუმრად ფინეთს დაუპირისპირდება.
ყაზახეთმა ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე პირველად მოიპოვა 12 ქულა და შემდეგ შეხვედრას 14 ოქტომბერს
გასვლაზე დანიასთან ჩაატარებს.
შეგახსენებთ, ყაზახეთი ერთა ლიგიდან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების შესაძლო მეტოქეა - თუ შესარჩევის ჯგუფიდან ვერ გავიდა.
ასტანა. "ასტანა არენა"
ყაზახეთი - ჩრდ. ირლანდია 1:0
გოლი: სამოროდოვი (27)
1
Belgique
2.
Autriche
3.
Suède
4
Estonie
5
Azerbaïdjan
გეოგრაფიაში ვჭედავ თუ რა ხდება
საქართველოს მხოლოდ 5% ევროპაა.
ყაზახეთის 15%.
აზერბაიჯანის, სომხეთის, ისრაელის 0%, ესენიც ევროპის ჩემპიონატზე თამაშობენ.
ან ერთი ფეხბურთელი რო არ გამოჩნდა თუნდაც ეროვნული ლიგიდან ვისაც რამე შეუძლია ეს ვისი ბრალია?
თვითონ ფეხბურთელების ალბათ.