9:0 რონალდოს გარეშე და 6 მოგებული მატჩი საერთო ანგარიშით 24:0 - პორტუგალია შეუჩერებელია

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვლიფიკაციო ეტაპზე, J ჯგუფში, მეექვსე ტურში, პორტუგალიამ სახლში ლუქსემბურგი 9:0 გაანადგურა.

სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ლიუკა ჰოლცმა 83-ე წუთზე გაშვებული მერვე გოლის შემდეგ დატოვა მოედანი და გასახდელში გავიდა.

დისკვალიფიკაციის გამო მასპინძელთა რიგებში არ ითამაშა რონალდომ. ეს ისტორიაში პორტუგალიის ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვებაა - აქამდე სამჯერ ჰქონდა მოგებული ანგარიშით 8:0.

ამავე ჯგუფში ისლანდიამ ბოსნია-ჰერცეგოვინას სძლია (1:0), ხოლო სლოვაკეთმა - ლიხტენშტაინს (3:0).

18 ქულით ლიდერი პორტუგალიაა (ბურთების შეფარდება 24:0), 13 ქულით მეორეზე სლოვაკეთია, 10 ქულით მესამეზე ლუქსემბურგია, 6 ქულით  მეოთხეზე ბოსნია-ჰერცეგოვინა; ამდენივე ქულით,
მაგრამ უარესი დამატებითი მაჩვენებლებით მეხუთეზე - ისლანდია, აუტსაიდერი კი უქულოდ მყოფი ლიხტენშტაინია.

13 სექტემბერს პორტუგალია პორტუში სლოვაკეთს უმასპინძლებს.

ალგავრე. "ესტადიო დო ალგავრე"
პორტუგალია - ლუქსემბურგი 9:0
გოლები: 1:0 ინასიუ (12), 2:0 რამუში (17), 3:0 რამუში (33), 4:0 ინასიუ (45+4), 5:0 ჟოტა (57), 6:0 ორტა (67), 7:0 ჟოტა (77), 8:0 ფერნანდეში (83), 9:0 ფელიქსი (88)

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯიგრები არიან უიკენდის რეკორდი მოგვიხსნეს
შაკო
11:15 12-09-2023
0
რაო ? ვაი ლუქდემბურგიო უი ლუქსემვირგიო DD ზოგი იძახდა --ვაი თუ თურქეთი და ყაზახეთი გავლენ თავიანთი ჯგუფებიდან მერე ერთა თასის ფინალში შეიძლება ლუქსემვურგს დავეჯახოთ და ეს უფრო ცუდიაო აი რეებს აკეთებსოოოოო !! DD
zura222
05:26 12-09-2023
2

სიახლეები პოპულარული