ესპანეთმა შოტლანდიას მოუგო და პირველი ადგილისთვის ბრძოლაში დაბრუნდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურში, A ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრები მონაწილეობს, ესპანეთმა საკუთარ მოედანზე შოტლანდია 2:0 დაამარცხა.

მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, სტუმრები კი თავს უნარიანად იცავდნენ და მაკტომინიმ გოლი გაიტანა, მაგრამ თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. 74-ე წუთზე კი მორატამ ლამაზი თავურით „ფურია როხა“ დააწინაურა. 86-ე წუთზე შოტლანდიელმა პორტეუსმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, თუმცა გოლი სანსეტს ჩაუთვალეს და ესპანეთმა გაიმარჯვა.

შოტლანდიამ ზედიზედ ხუთი მოგების შემდეგ წააგო, 15 ქულით ლიდერია და შემდეგ შეხვედრას 16 ნოემბერს გასვლაზე საქართველოს ნაკრებთან
გამართავს. ესპანეთს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 12 ქულით მეორე ადგილზეა და 15 ოქტომბერს ოსლოში ნორვეგიას დაუპირისპირდება.

სევილია. „ოლიმპიკო“
ესპანეთი - შოტლანდია 2:0
გოლები: 1:0 მორატა (74), 2:0 სანსეტი (86)

მკითხველის კომენტარები / 3 /
3:0
buxo
20 ოქტომბერი 2023 15:39
0
ქართველ ფუტბალისტებს განსაკუთრებუთ კვარას რამე ღირსება თუ გააჩნიათ შოტლანდია უნდა გააფანდურონ
suxumchanin
14 ოქტომბერი 2023 23:28
0
რატომღაც მგონია რომ შოტლანდიას დავანგრევთ. რა ვიცი რა ვიცი
ჯონი
13 ოქტომბერი 2023 10:02
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული