რონალდომ თავი დუბლით გამოიჩინა - პორტუგალია ვადამდე გავიდა ევროპირველობაზე

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურში, J ჯგუფში პორტუგალიამ სახლში სლოვაკეთი 3:2 დაამარცხა და ფინალური ტურნირის საგზური ვადამდე მოიპოვა.

პორტუგალიამ რობერტო მარტინესის ხელმძღვანელობით 7 მატჩი საერთო ანგარიშით 27:2 მოიგო - რონალდომ ამ შეხვედრებში შვიდჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

რონალდომ ნაკრებში 125 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით მსოფლიო ისტორიაში საუკეთესოა.

პორტუ. „დრაგაო“
პორტუგალია - სლოვაკეთი 3:2
გოლები: 1:0 რამუში (18), 2:0 რონალდო (29, პენ), 2:1 ჰანცკო (69), 3:1 რონალდო (72), 3:2 ლობოტკა (80)

მკითხველის კომენტარები / 3 /
როგორ არ მიყვარს რონალდოს საქებარი სიტყვების წერა, მაგრამ ადამიანს ფეხბურთი თუ გიყვარს, იმის არ დაფასება რასაც ეს კაცი აკეთებს სიბრმავეა.
ეპოქალური პიროვნებაა, რომლის ეპოქასაც სხვა კაცის სახელი ქვია:)))
ზურა
16:21 14-10-2023
1
37 წლის და მაინც ჯარიმებით აჩერებდნენ. მართლა მანქანაა
Nick
14:52 14-10-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული