ინგლისმა იტალიას მოუგო და ევრო 2024-ზე გავიდა - სპალეტის გუნდი ჯგუფში ჩარჩება?

AutoSharing Option
ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე C ჯგუფში დაძაბული და საინტერესო მატჩები გაიმართა.

ინგლისმა სახლში იტალიას თამაში შემოუტრიალა. კეინმა დუბლი შეასრულა - მან ეროვნულ გუნდში ბოლო 30 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ლონდონი. „უემბლი“
ინგლისი - იტალია 3:1
გოლები: 0:1 სკამაკა (15), 1:1 კეინი (32, პენ), 2:1 რეშფორდი (57), 3:1 კეინი (77)

უკრაინა სტუმრად მალტასთან თავიდან აგებდა, თუმცა გამარჯვების მოპოვება შეძლო.

ტაქალი. „ნაციონალი“
მალტა - უკრაინა 1:3
გოლები: 1:0 მბონგი (12), 1:1 კამენზული (38, საკ. კარში), 1:2 დოვბიკი (43,
პენ), 1:3 მუდრიკი (85)

ჯგუფში ინგლისი 16 ქულით ლიდერია, რომელმაც ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა. მეორე ადგილზე 13 ქულით უკრაინაა (კონკურენტებზე 1 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული), მესამეზე 10 ქულით იტალიაა, მეოთხეზე 7 ქულით - ჩრდილოეთი მაკედონია, მალტა კი უქულოდ აუტსაიდერია.

17 ნოემბერს ინგლისი მალტას უმასპინძლებს, ხოლო იტალია - ჩრდილოეთ მაკედონიას.

მკითხველის კომენტარები / 9 /
კიბატონო შემშლია ბურთების ამბავი,უბრალოდ რატომღაც მეგონა რომ ამ მომენტში თანაბარი ქულები ქონდათ.ისეთი ცხრილი ვნახე სადაც მალტა-უკრაინის შედეგი გათბალისწინებილი არ იყო.ბოდიშს მოვითხოვ ცნობილი რუსეთუმე.მე მაპატიეთ ხალხნო.
Master
18 ოქტომბერი 2023 15:13
1
იტალია გავა ამ ჯგუფიდან, თავისუფლად აირებს 4 ქულას. მართალია ეხერხება სენსაციებიც) მაგრამ ის ნაკრები არარ არის რომელკმაც ევროპა მოიგო. ბონუჩი, კიელინი, ვერატი, ჟორჟინიო, ინსინიე, დაბერებული იმობილე. სხვა ნაკრებია ახალი მწვრთნელით და ახხალგაზრდებით, რომელთაც დრო ჭირდებათ. ევროპაზე უკეთესი გუნდი იქნება.
dato
18 ოქტომბერი 2023 12:35
1
მე მგონია რომ იტალიას ებრძვიან! პენალტის არ დადება უფრო შეიძლეოდა ვიდრე დადება! და ის კაციც მოერე ყვითელს მინიმუმ იმსახურებდა თუ არა პირდაპირ წითელს და გასაგდები იყო. 60-ე წუთიდა რო კაცნაკლული უნდა ყოფილიყო ინგლისი!
ბეჟო
18 ოქტომბერი 2023 11:55
0
ეს ვინმე მასტერი რა ბაგაჟის ოსტატია გასაგებია,მაგრამ ეს დანარჩენი 15-ს დაწყებით კლასში მაინც არ გივლიათ, 20-ის ფარგლებში მიმატება- გამოკლება, რომ შეგეძლოთ...იქნებ კოლექტიურად ახსნათ,როგორ გადის იტალია თუ ბოლო თამაშს უკრაინასთან წააგებს, მიუხედავად იმისა მაკედონიას 2-ით ან თუნდაც 10-ით ნულს მოუგებს....ოოო როგორ არ გინდათ თქვენისთანებს უკრაინის გასვლა ევროზე...ოღონდ უკრაინა არა და სხვა ვინც გინდა....არ არიან ღირსები ხომ!?- რატომ რუსებს არ დაუწვენ, კიევი არ ჩააბარეს და გაბედეს თავისი ქვეყნის დაცვა იარაღით ხელში,ამდენი სისხლისა და ნგრევის ფასად.
შულაია
18 ოქტომბერი 2023 10:04
8
ბატონო შულაია თქვენ ის არ ხართ გუშინ რომ ამტკიცებდით საბერძნეთმა პენალტი ვერ გაუტანა ჰოლანდიასო?
Master
18 ოქტომბერი 2023 17:43
1
იტალია კარგი ხანია საშუალო დონის ნაკრებია ევროპაში. როგორ მოიგეს ამათმა ევრო ეგეც სასწაულია. უკრაინამ რომ მოუგოს გადამწყვეტი თამაში ბოლოს მინიმალურად არანაირი სენსაცია არ იქნება. იმას თუ გავითვალისწინებთ რო იტალია უწვრთნელოდაა. რაც შეეხება ერთა ლიგიდან გასვლას მანდ სავარაუდოდ ხორვატიაც ეყოლებათ . იქამდე ამათმა საქმე თუ მიიყვანეს სავარაუდოთ ევროზე ვერ გავლენ. იტალია კარგი ხანია სოფლის დონეა . დაცვაც წავიდა ახლა ის ბებერი ლომები და ახლა ამათ რაეშველებათ მე არ ვიცი. ძალიან სუსტია იტალია და რაც დრო გადის უარესობა და უარესობაა.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
18 ოქტომბერი 2023 04:01
8
რა სათაურია...რატომ უნდა ჩარჩეს?სახლში მაკედონია და სტუმრად უკრაინა.ამ ორ თამაშში 4 ქულა სჭირდება.შინ თუ მოუგო მაკედონიას სტუმრად ფრეც აწყობს უკრაინასთან.თუ ვთქვათ 2-0 მოუგო მაკედონიას,მერე ერთი ბურთის სხვაობითაც რომ წააგოს უკრაინასთან,მაინც გადის.ინგლისთან რომ არაფერი გამოუვიდოდა ეს ყველამ იცოდა,მაგრამ განა უკრანა ან მაკედონია ინგლისია?ყველაფერი ხდება,მაგრამ ამ შემთხვევაში რთული წარმოსადგენია იტალია ამ ჯგუფიდან ვერ გავიდეს.რომც ვერ გავიდეს ერთა ლიგიდან გასვლის შანსი მაინც ექნება...
Master
18 ოქტომბერი 2023 01:16
5
პირველი კლასის არითმეტიკის ცოდნა არ აწყენდა ზოგიერთებს!
იტალიას ააქვს 10ქულა მოიგებს რა მაკედონიასთან გაუხდება 13 ქულა იმდენივე რაც უკრაინას.
თუ უკრაინასთან წააგო ბოლო თამაში როგორ გავა?
თუმცა რუსეთუმეებისგან რა ცოდნას ითხოვ კაცი!
123_321
18 ოქტომბერი 2023 13:14
0
ავტორს ისე უნდა იტალიის ჩარჩენა და ხახოლების გასვლა რო თარსავს მაკარონებს
მორჩა უკრაინა კაპუტ
Kvekeskiri
18 ოქტომბერი 2023 08:15
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული