საფრანგეთის 14:0 - ევრო 2024-ის კიდევ სამი მონაწილე გაირკვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დასრულდა ევროპის ჩემპიონატის საკვლიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტური და ფინალური ტურნირის კიდევ სამი მონაწილე გახდა ცნობილი - ნიდერლანდები, რუმინეთი და შვეიცარია.

B ჯგუფში საფრანგეთმა, რომელსაც ევროპირველობის საგზური უკვე მოპოვებული ჰქონდა, ნიცაში მე-18 წუთიდან კაცნაკლული გიბრალტარი არ დაინდო - 14:0. ასეთი ანგარიშით მოგება შესარჩევი ტურნირის რეკორდია. საფრანგეთის ეროვნულ გუნდს მსგავსი ანგარიშით აქამდე არასოდეს გაუმარჯვია. მბაპემ ჰეთ-თრიკი შეასრულა და კარიერაში 300 გოლი გაიტანა - 24 წლის ასაკში მესიზე და რონალდოზე მეტი. 17 წლის ზაირ-ემერიმ ეროვნულ გუნდში სადებიუტო მატჩში გაიტანა, მე-20 წუთზე ტრავმა მიიღო
და შეცვალეს. მასზე ახალგაზრდულ ასაკში საფრანგეთის ნაკრების რიგებში შვეიცარიელთა კარი 1914 წელს გასტიჟემ დალაშქრა.

ნიდერლანდებმა ვეგორსტის გოლით ამსტერდამში ირლანდიას 1:0 სძლია და ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა.

D ჯგუფში თურქეთს საკვალიფიკაციოს ბარიერი დაძლეული აქვს და ბერლინში ამხანაგურ შეხვედრაში გერმანია 3:2 დაამარცხა. ხორვატიამ რიგაში 2:0 სძლია ლატვიას და 13 ქულით მეორე პოზიციაზეა. უელსი ერევანში სომხეთს დაუზავდა (1:1) და 11 ქულით მესამეზეა. 21 ნოემბერს ხორვატია უმოტივაციო სომხეთს, თურქეთი კი უელსს უმასპინძლებს.

I ჯგუფში რუმინეთმა უნგრეთში ისრაელს 2:1 მოუგო და 19 ქულით ლიდერია. შვეიცარია ბაზელში კოსოვოს დაუზავდა (1:1) და 17 ქულით მეორე ადგილზეა. ბელარუსმა ბუდაპეშტში ანდორა 1:0 დაამარცხა. რუმინეთმა და შვეიცარიამ ევრო 2024-ზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

ცნობილი გახდა, რომ ნორვეგიამ ევრო 2024-ზე გასვლის ყველა შანსი დაკარგა.

ასე და ამგვარად გაირკვა ევროპირველობის 24-დან 16 მონაწილე: გერმანია (მასპინძელი), ალბანეთი, დანია, ავსტრია, ინგლისი, ბელგია, უნგრეთი, ესპანეთი, შოტლანდია, პორტუგალია, თურქეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, ნიდერლანდები, რუმინეთი და შვეიცარია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
სადაც ვიჭერდით ხმამაღალი ნათქვმია, ვუგებდით სახლში, გასვლა მხოლოდ ერთხელ მოუგეთ, სულ პირველად მერე ისინი დამაჯერებლად გვიგებდნენ ტირანაში.
Rezos
19 ნოემბერი 2023 14:58
0
,ადა და, ჩვენ და ალბანეთი ერტად ვიწყებდით. სადაც ვიჭერდით... იგლი ტარეს მეტი ალბანელი თუ გაუგია ვინმეს? ჩვენ თითქოს ამდენი სახელი გვყავდა და იქივე ქაქში ვართ 35 წელია(
Rezo
19 ნოემბერი 2023 10:29
1
იგივე არა,უარესში :(
ეჰჰ
19 ნოემბერი 2023 16:16
1

სიახლეები პოპულარული