სპალეტის გაწვრთნილი იტალია უკრაინას დაუზავდა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ტურში C ჯგუფიდან ევრო 2024-ის საგზური იტალიამ მოიპოვა.

ამ ჯგუფიდან ინგლისი პირველი ადგილით უკვე გასული იყო, რომელიც დღეს გასვლაზე ჩრდილოეთ მაკედონიას დაუზავდა (1:1), მეორე ადგილისთვის კი იტალია და უკრაინა იბრძოდნენ.

უკრაინამ იტალიას გერმანიაში უმასპინძლა, სადაც უამრავი გულშემატკივარი უჭერდა მხარს და მიზნის მისაღწევად აუცილებლად მოგება სჭირდებოდა. რებროვის გუნდმა თავიდანვე შეუტია. სუდაკოვს გატანა დონარუმამ არ დაანება, რის შემდეგაც უპირატესობას „სკუადრა აძურა“ დაეუფლა და პირისპირ გასული ფრატეზის დარტყმული ბურთი ტრუბინმა მოიგერია. თამაშის სურათი მეორე ტაიმშიც არ შეიცვალა, იტალია
უტევდა, უკრაინა კონტრიერიშებით პასუხობდა და დიდებული შანსი მუდრიკმა ვერ გამოიყენა. თანდათან პირობითმა მასპინძლებმა ინიციატივა ხელთ იგდეს, კომპენსირებულ დროში მუდრიკი მეტოქესთან კონტაქტისას საჯარიმოში წაიქცა, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა და ფრე, 0:0. სპალეტის გაწვრთნილი იტალია ჯგუფიდან გავიდა, ხოლო უკრაინა - ჩარჩა.

ლევერკუზენი. „ბაიარენა“
უკრაინა - იტალია 0:0

სკოპიე. „პროესკი არენა“
ჩრდილოეთი მაკედონია - ინგლისი 1:1
გოლები: 1:0 ბარდი (41), 1:1 კინი (59)
გამოუყენებელი პენალტი: ბარდი (41)

მკითხველის კომენტარები / 16 /
40 მილიონი ცხოვრობს უკრაინაში, ნუ ომამდე ასე იყო. 10 ჯერ მეტი მოსახლეობა და რა გასაკვირია სელექციაც უკეთესია ვიდრე 3.7 მილიონიან საქართველოში
გიგი
14:57 21-11-2023
2
მიუხედავად იმისა რომ გავიდა, პირადად მე შემადგელობით ესეთი სუსტი იტალია არ მახსენდება, 1996 წლის ევროპის ჩეპიონატიდან აქტიურად უყურებ. გუშინაც მაგრად იწვალეს და ბოლო წუთზე პენალტიც შეიძლებოდა დაენიშნათ იტალიელთა კარში.
გიონატ
14:45 21-11-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული