სპალეტის გაწვრთნილი იტალია უკრაინას დაუზავდა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ტურში C ჯგუფიდან ევრო 2024-ის საგზური იტალიამ მოიპოვა.

ამ ჯგუფიდან ინგლისი პირველი ადგილით უკვე გასული იყო, რომელიც დღეს გასვლაზე ჩრდილოეთ მაკედონიას დაუზავდა (1:1), მეორე ადგილისთვის კი იტალია და უკრაინა იბრძოდნენ.

უკრაინამ იტალიას გერმანიაში უმასპინძლა, სადაც უამრავი გულშემატკივარი უჭერდა მხარს და მიზნის მისაღწევად აუცილებლად მოგება სჭირდებოდა. რებროვის გუნდმა თავიდანვე შეუტია. სუდაკოვს გატანა დონარუმამ არ დაანება, რის შემდეგაც უპირატესობას „სკუადრა აძურა“ დაეუფლა და პირისპირ გასული ფრატეზის დარტყმული ბურთი ტრუბინმა მოიგერია. თამაშის სურათი მეორე ტაიმშიც არ შეიცვალა, იტალია
უტევდა, უკრაინა კონტრიერიშებით პასუხობდა და დიდებული შანსი მუდრიკმა ვერ გამოიყენა. თანდათან პირობითმა მასპინძლებმა ინიციატივა ხელთ იგდეს, კომპენსირებულ დროში მუდრიკი მეტოქესთან კონტაქტისას საჯარიმოში წაიქცა, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა და ფრე, 0:0. სპალეტის გაწვრთნილი იტალია ჯგუფიდან გავიდა, ხოლო უკრაინა - ჩარჩა.

ლევერკუზენი. „ბაიარენა“
უკრაინა - იტალია 0:0

სკოპიე. „პროესკი არენა“
ჩრდილოეთი მაკედონია - ინგლისი 1:1
გოლები: 1:0 ბარდი (41), 1:1 კინი (59)
გამოუყენებელი პენალტი: ბარდი (41)

მკითხველის კომენტარები / 16 /
40 მილიონი ცხოვრობს უკრაინაში, ნუ ომამდე ასე იყო. 10 ჯერ მეტი მოსახლეობა და რა გასაკვირია სელექციაც უკეთესია ვიდრე 3.7 მილიონიან საქართველოში
გიგი
21 ნოემბერი 2023 14:57
2
მიუხედავად იმისა რომ გავიდა, პირადად მე შემადგელობით ესეთი სუსტი იტალია არ მახსენდება, 1996 წლის ევროპის ჩეპიონატიდან აქტიურად უყურებ. გუშინაც მაგრად იწვალეს და ბოლო წუთზე პენალტიც შეიძლებოდა დაენიშნათ იტალიელთა კარში.
გიონატ
21 ნოემბერი 2023 14:45
1
შეიძლებოდა კიარა მილიარდიანი პენალტი იყო. . . არც შარშანწინ უელსთან ასიანი პენალი არ დაუდეს,არც ეხლა. . .ხოდა ძალიანაც კარგი. . ეგაც მაგათი ევროპა. . . რაც დამოუკიდებლები ვართ და ფეხბურთში თუ საერთოდ სპორტში ევროპელი მსაჯები გვჩაგრავენ საიუზის დროს არც დაგვესიზმრენოდა ეგეთი რამ
ნაპოლეონი
21 ნოემბერი 2023 19:22
3
ომში მყოფი ქვეყანაც კი ჩვენზე ღირსეულად გამოდის და ბოლო ტურამდე ინარჩუნებს ევროპაზე გასვლის შანსს!!!ჩვენ ესეთი რა გვჭირს, რომ არ დაგვადგა საშველი ამდენი წელი!!!
საბა
21 ნოემბერი 2023 13:39
1
ჩვენ ნეპოტიზმი კორუფცია ვერ ამოვიღეთ სულიდან.
suxumchanin
21 ნოემბერი 2023 13:42
0
იტალიის, გერმანიის, ესპანეთის და ჰოლანდია თუ არ იქნა ჩემპიონატზე მუდრიკს ვუყუროთ!!????
დათო
21 ნოემბერი 2023 12:53
10
დღევანდელ იტალიასაც არა ყავს მაიდამაინც ბაჯო-დელ პიეროები. Საშუალოზე საშუალო ფეხბურთელები , მეტი არაფერი. Მაგიტომ გამოტოვეს ორჯერ მსოფლიო
ირაკლი ქუთაისელი
21 ნოემბერი 2023 13:54
0
სლავა იტალია!
ქუთაისი
21 ნოემბერი 2023 10:31
12
ნაღდი პენალტი აპატიეს იტალიას.
დიმა
21 ნოემბერი 2023 08:15
4
პენალტი არა იხვი!!!! კომენტატორებს ნუ აყვები. კარგად დააკვირდი გამეორებას
ირაკლი
21 ნოემბერი 2023 12:48
5
კი როგორ არა, ნახე გამეორება?რა პენალტი ყვითელი უნდა მიეცა ვაფშე მუდრიკისთვის ტიპმა მანამდე დაიწყო ვარდნა
kesha
21 ნოემბერი 2023 12:12
3
იტალიის ფანებს არ გეწყინოთ, მაგრამ ყოველთვის ასე მათხოვრულად უნდა გავიდეს იტალია ჯგუფიდან?
მამუკა
21 ნოემბერი 2023 04:49
17
კი და მერე მსოფლიო-ევროპის ჩემპიონები ხდებიან ჯიგრები.სკუადრა აძურაააააა
kesha
21 ნოემბერი 2023 12:11
1
მთელი ცხოვრება ეგრე გადიოდნემ ჯგუფიდან წვალებით მათხობრებივით და მერე ჯგუფიდან გასულები მსოფლიოს ჩემპიონები ხდებოდნენ
გენრი
21 ნოემბერი 2023 10:09
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული