სლოვენიამ ყაზახეთს მოუგო - თბილისში ლუქსემბურგი მოდის

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ტურში H ჯგუფიდან ევრო 2024-ის საგზური სლოვენიამ მოიპოვა.

დანია უკვე გასული იყო ევროპირველობაზე და დღეს გასვლაზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:2 დამარცხდა. სლოვენია 19 ქულით მეორე ადგილზე იყო, მესამეადგილოსან ყაზახეთს 1 ქულით უსწრებდა და ამ გუნდთან საკუთარ მოედანზე ფრეც აწყობდა, თუმცა 2:1 სძლია.

ჩვენთვის ამ შეხვედრას ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მოვლენათა განვითარებიდან გამომდინარე, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე უნდა გარკვეულიყო და გაირკვა კიდეც - 21 მარტს ლუქსემბურგს ვუმასპინძლებთ, მოგების შემთხვევაში კი საბერძნეთსა და ყაზახეთს
შორის გამარჯვებულს ფინალში 26 მარტს შევხვდებით.

ლიუბლიანა. „სტოზიცე“
სლოვენია - ყაზახეთი 2:1
გოლები: 1:0 შეშკო (41, პენ), 1:1 ორაზოვი (48), 2:1 ვერბიჩი (86)

ბელფასტი. „უინძორ პარკი“
ჩრდ. ირლანდია - დანია 2:0
გოლები: 1:0 პრაისი (60), 2:0 ჩარლზი (81)

მკითხველის კომენტარები / 17 /
ბრავოო!კობიაშვილი კალაძის საძმომ უდიდესი საჩუქარი გაუკეთა ლუქსემბურგს,უდუდესი მადლობა შემოგითვალეს ლუქსემბურგიდან!!!! ძალიან კმაყოფილები არიან.
კორკოტა
02:29 21-11-2023
24
ერთადერთ ლუქსემბურგელს გადავყრილვალ ცხოვრებაში - ყოფილ ხელბურთელს და თანაც გოგოს. ისეთ უაზრო კითხვებს მისმევდა საქართველოზე მაგალითად ცხენები თუ გყავთო? მთები თუ არის თქვენთანო.მემგონი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა როდესაც გაიგო რომ მამენტ ტელევიზორიც გვქონდა, რადიოც, ღამის კლუბიც და ინტერნეტიც:)) კარგა ხანი დამჭირდა დამერწმუნებინა იმაში რომ უძველესი ხალხი ვართ, უდიდესი ისტორიით ანბანი, კულტურა, ვეფხისტყაოსანი, ძეგლისდება, ქალი მეფე, ღვინის სამშობლო, ერისიონი, სუხიშვილები დაა ავოიეეეეე ი დალშე...მარა ამის მერე ვითომ აზრი ჰქონდა ჩემს გარჯას?:))))) ნეტა ცალი თვალით შემახედა ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციის კაბინეტებში:)))) ნეტა, რა რეაქცია ჰქონდათ :))) მალადეც სფფ აბა ახლა ახალი გრანტი უეფადან თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად.ხოდა, ისა და შენა ფეისბუქი რატომ ჩაჰკალით და არ დებთ არაფერს?!!! არ თქვათ რომ ახლა იმ კაცს ეძებთ ვისაც რეგლამენტით ამ ამბის კონტროლი ევალებოდა:)))) შოტლანდიის თამაშამდე დავწერე ნუ ეფარებით ხვიჩას წარმატებას რეალურად ისევ იმ ...... ვართ სადაც ვიყავითქო და თურმე სადა ბანაობ ალიურა:)) ჯერ სადა ყოფილხარ.მართალია, ერთი კაი ნკვდ-ს რეიდი არ აწყენდა თქვენს კანტორას, მაგრამ აწი უკვე აღარც მებრაზება-მეცინება:)) 90-იანებში იყო ასეთი გამოთქმა ნუ შესაბამისი ინტუიციით ვისაც ახსოვს მიხვდება - დაააასციიინეეეთ :))))
დინამიტი
10:09 21-11-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული