არდანიშნული პენალტი - უეფა იტალიას უკრაინასთან წაეხმარა?

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ტურში, C ჯგუფში, უკრაინას მეორე ადგილის დასაკავებლად და ევროპირველობაზე გასასვლელად ლევერკუზენში იტალიის დამარცხება სჭირდებოდა, მაგრამ შეხვედრა ფრედ (0:0) დასრულდა. შედეგად, იტალია მეორე ადგილზე გავიდა, უკრაინა - მესამეზე და ევრო 2024-ის საგზურის მოსაპოვებლად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს.

თუმცა შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად მომხდარიყო: 90+3-ე წუთზე მიხაილ მუდრიკი საჯარიმოში ბრაიან კრისტანტემ წააქცია. კონტაქტი აშკარა იყო, მაგრამ მსაჯმა ხესუს ხილ მანსანომ პენალტი არ დანიშნა. წესების დარღვევა VAR-მაც არ დააფიქსირა.

"სკუადრა აძურას" მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ ნამატჩევს განაცხადა, რომ მომენტი ვიდეოზე ნახა,
თერთმეტმეტრიანის დანიშვნა შეიძლებოდა, მაგრამ კარგია, ყველაფერი ასე რომ დასრულდა.

უკრაინელებმა უეფას პრეზიდენტის, ალექსანდერ ჩეფერინის გასული წლის ოქტომბერში LaPresse-სთან გაკეთებული კომენტარი გაიხსენეს: "იტალია უნდა გავიდეს ევრო 2024-ზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ იტალია ვერ გავიდა, კატასტროფა იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ისინი უკრაინას მოუგებენ".

მკითხველის კომენტარები / 20 /
კარგი ეხლა გაჩერდით რა, მაგ საკამათო მომენტის მეტი არაფერი გქონიათ მთელი თამაში. იმიტომ არ დანიშნა, რომ აშკარად პენალზე ითამაშა და ნამდვილად არ ეკუთვნოდათ გასვლა.
H
21 ნოემბერი 2023 19:55
38
მანამდეც,ძალიან ძუნწად ნიშნავდა ჯარიმებს,გაცილებით უფრო დიდ კონტაქტებზე და მანდ რომ დაენიშნა პენალტი,ალბათ კიდევ უფრო დიდი სკანდალი ატყდებოდა,რა ლოგიკით დანიშნაო.კონტაქტი იყო,მაგრამ გაფორმება,კიდევ უფრო მეტად.ორივე მხარეს,უფრო ნაღდი,მაგრამ არდანიშნული ჯარიმების შემდეგ,ეს პენალტი,ამ თამაშის მსაჯობის ლოგიკის მიხედვით,მართლაც არ იყო დასანიშნი.ალბათ ამიტომაც გაჩუმდა,ვარი.
სოსო
21 ნოემბერი 2023 21:42
14
არგენტინას მსოფლიო ჩაუჯიბეს და დიდი ამბავი ერთი არდანიშნული პენალტი. ეგეთები ხდება ფეხბურთში!!!
გიგა
22 ნოემბერი 2023 10:34
9
მეც დასადები მეგონა თავიდან და გავბრაზდი, მაგრამ მერე დეტალურ გარჩევას ვუყურე უცხოურ არხებზე, შეგვაცდინა რაკურსმა არანაირი პენალტი არ ყოფილა. არ შემცდარა მსაჯი და არც ვარ-ი.
neto
22 ნოემბერი 2023 15:06
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული