ძაკანიმ იტალია პლეი-ოფში გაიყვანა - ესპანეთმა დუბლებით ალბანეთს სძლია

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფში ბოლო, მესამე ტური გაიმართა.

იტალიამ ხორვატიასთან ფრეს მიაღწია - 1:1. მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში მოხდა: 54-ე წუთზე მოდრიჩის დარტყმული პენალტი დონარუმამ მოიგერია, თუმცა ლუკამ ერთი წუთის შემდეგ მაინც დააწინაურა თავისი გუნდი. აქედან მოყოლებული, „სკუადრა აძურა“ შტურმზე გადავიდა და ბოლო წამებზე ანგარიში ძაკანიმ გაათანაბრა.

ესპანეთმა მეორე შემადგენლობით 1:0 მოუგო ალბანეთს.

პირველ ადგილზე 9 ქულით ესპანეთი გავიდა, 4 ქულით მეორეზე იტალიაა, 2 ქულით მესამეზე - ხორვატია, 1 ქულით კი მეოთხეზე - ალბანეთი.

-decoration: underline;">ლაიფციგი. „ლაიფციგ სტადიუმი“. 38 322 მაყურებელი
ხორვატია - იტალია 1:1
გოლები: 1:0 მოდრიჩი (55), 1:1 ძაკანი (90+8)
გამოუყენებელი პენალტი: მოდრიჩი (54)

დიუსელდორფი. „დიუსელდორფ არენა“. 46 586 მაყურებელი
ალბანეთი - ესპანეთი 0:1
გოლი: ფერან ტორესი (13)

. 38 წლის მოდრიჩი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპირველობებზე გოლი გაიტანა.
. წინა შეხვედრასთან შედარებით, ესპანელთა სასტარტო შემადგენლობა 10 ფეხბურთელით შეიცვალა - ძირითადში მხოლოდ ემერიკ ლიაპორტი დატოვეს.
. 38 წლის ხესუს ნავასი ყველაზე ასაკოვანი ესპანელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატებზე ითამაშა.


მკითხველის კომენტარები / 26 /
ეს რა გაუკვირდა ზოგიერთებს,დიდი ამბავი მსაჯმა ბოლოს თუ იტალიას ზედმეტი წუთებით წაეხმარა,კორუფცია ყვავის,უეფა შიც და მის გარეთ კორუფციისთვის ხალხს პანტა პუნტით იჭერენ პლატინით დაწყებული იმ ბერძენი ევროპარლამენტის თავჯდომარის(გვარი აღარ მახსოვს)დამთავრებით სახლში ჩემოდნებით ევროები რომ უპოვეს ოჯახიანად გაუშვეს ვირის აბანოში!
RAI UNO
19:17 25-06-2024
1
ხა ხა ხა ვგრძნობდი რომ ბოლო წამზე გაუტანდნენ!-მაფია ბესმერტნა :)
ზუსტია
18:32 25-06-2024
1

სიახლეები პოპულარული