არდანიშნული პენალტი - უეფა იტალიას უკრაინასთან წაეხმარა?

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ტურში, C ჯგუფში, უკრაინას მეორე ადგილის დასაკავებლად და ევროპირველობაზე გასასვლელად ლევერკუზენში იტალიის დამარცხება სჭირდებოდა, მაგრამ შეხვედრა ფრედ (0:0) დასრულდა. შედეგად, იტალია მეორე ადგილზე გავიდა, უკრაინა - მესამეზე და ევრო 2024-ის საგზურის მოსაპოვებლად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს.

თუმცა შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად მომხდარიყო: 90+3-ე წუთზე მიხაილ მუდრიკი საჯარიმოში ბრაიან კრისტანტემ წააქცია. კონტაქტი აშკარა იყო, მაგრამ მსაჯმა ხესუს ხილ მანსანომ პენალტი არ დანიშნა. წესების დარღვევა VAR-მაც არ დააფიქსირა.

"სკუადრა აძურას" მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ ნამატჩევს განაცხადა, რომ მომენტი ვიდეოზე ნახა,
თერთმეტმეტრიანის დანიშვნა შეიძლებოდა, მაგრამ კარგია, ყველაფერი ასე რომ დასრულდა.

უკრაინელებმა უეფას პრეზიდენტის, ალექსანდერ ჩეფერინის გასული წლის ოქტომბერში LaPresse-სთან გაკეთებული კომენტარი გაიხსენეს: "იტალია უნდა გავიდეს ევრო 2024-ზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ იტალია ვერ გავიდა, კატასტროფა იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ისინი უკრაინას მოუგებენ".

მკითხველის კომენტარები / 20 /
მეც დასადები მეგონა თავიდან და გავბრაზდი, მაგრამ მერე დეტალურ გარჩევას ვუყურე უცხოურ არხებზე, შეგვაცდინა რაკურსმა არანაირი პენალტი არ ყოფილა. არ შემცდარა მსაჯი და არც ვარ-ი.
neto
22 ნოემბერი 2023 15:06
8
ან რეალის თამაშები არ გინახავთ ჩემპიონთა ლიგაზე, რეებს აკეთებენ მსაჯები, ან ერთი წლის წინ ლეო-ბიჭს როგორ აჩუქეს მსოფლიო ჩემპიონობა და მერე ოქროს ბურთიც წაუმატეს ზედ, არიქა არ იტიროსო. დიდი ამბავი, საეჭვო კონტაქტზე არ დაუდიათ პენალტი
ჯაბა
22 ნოემბერი 2023 14:03
12
ზელიკომ და პოდოლიაკმა არ გააკეთენ განცხადებები?
Lakroketa
22 ნოემბერი 2023 11:06
16
ეს "შაყირი" ალბათ ზარქუასა და კალაძისგან ისწავლე.
ახალი ნარატივი ქოცებს- ურფა და ფიფა ბატონი ბიძინას მადლობელია და ელოდება მისგან ქველმოქმედებას.
Walter White
24 ნოემბერი 2023 18:06
0
ვოლოდიმირს ასე უთქვამს, მოსკოვს რომ ავიღებთ, მერე ეგრევე რომისკენ დავიძვრებითო
ლუკა
22 ნოემბერი 2023 13:56
10
იშვიათია სამართლიანი მსაჯობა!!!...ვერც ტექნიკური საშუალებები გვშველის იქ სადაც ელიტაა მჩაგვრელი!!!...
კობა
22 ნოემბერი 2023 11:06
1
არგენტინას მსოფლიო ჩაუჯიბეს და დიდი ამბავი ერთი არდანიშნული პენალტი. ეგეთები ხდება ფეხბურთში!!!
გიგა
22 ნოემბერი 2023 10:34
9
მაგრად დაჩაგრეს უკრაინა. პენალტი 100% იყო რა თქმა უნდა. ეგ მსაჯმაც კარგად იცის. იტალიელი პრეზიდენტი,იტალიელი მსაჯი მანსანო ( ეგ არაფერს ნიშნავს რომ ესპანეთიდანაა) სხვას რას უნდა მოელოდე. უკრაინა მაინც გავა პლეი ოფით.
დავით 67
22 ნოემბერი 2023 01:53
6
და რომ გავა,იქ ვის რას გადაუღუნავს ? ჩვენი არ იყოს.
ALONZO
23 ნოემბერი 2023 20:50
1
1000% პენალტი. ამ მსაჯს მინიმუმ მსაჯობა უნდა აუკრძალო და უეფას პრეზიდენტი რომელმაც თქვა იტალია აუცილებლად უნდა გავიდეს ევროპაზეო, უნდა გადააყენონ
ირაკლი
21 ნოემბერი 2023 23:44
6
მანამდეც,ძალიან ძუნწად ნიშნავდა ჯარიმებს,გაცილებით უფრო დიდ კონტაქტებზე და მანდ რომ დაენიშნა პენალტი,ალბათ კიდევ უფრო დიდი სკანდალი ატყდებოდა,რა ლოგიკით დანიშნაო.კონტაქტი იყო,მაგრამ გაფორმება,კიდევ უფრო მეტად.ორივე მხარეს,უფრო ნაღდი,მაგრამ არდანიშნული ჯარიმების შემდეგ,ეს პენალტი,ამ თამაშის მსაჯობის ლოგიკის მიხედვით,მართლაც არ იყო დასანიშნი.ალბათ ამიტომაც გაჩუმდა,ვარი.
სოსო
21 ნოემბერი 2023 21:42
14
35 წელია იტალიის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ეს მომენტი ძალიან ჰგავდა პენალტს, მინიმუმ VAR-ზე უნდა გადამოწმებულიყო, აი რომ არ გადამოწმდა ეს უკვე გამიზნული სიბინძურე და მიკერძოებაა.
ირაკლი
21 ნოემბერი 2023 21:05
5
არ იყო პენალტი
შაკო
22 ნოემბერი 2023 09:56
6
მას შემდეგ რაც არგენტინას-მარადონას ორჯერ წაართვეს მსოფლიო ჩემპიონობა...გასაკვირი აღარაფერია.
თუ მოინდომეს, გიბრალტარს ან ლუქსემბურგს გააჩემპიონებენ.
პავლოვიჩი
21 ნოემბერი 2023 20:54
20
ხალხო,რა ამბავია,ამდენი დისლაიქი.თვითონ მარადონა რომ ჰყვება,ამ ამბავს,ის მაქვს ნანახი.ჩემით კი არ ვიგონებ,მანამდე,არც მე ვიცოდი.გვარიც კი დაასახელა იმ ბრაზილიელის.ძალიან ცხელოდაო,იმ დღეს,მანამდე,მე ვაპირებდი იმ ბოთლის აღებას,მაგრამ მასაჟისტმა მითხრა,ეგ არა,სხვა ბოთლი აიღეო და ბრზილიელიც რომ მოვიდა,წყლის ბოთლისათვის,ის ბოთლი,მას მიაწოდაო!
სოსო
22 ნოემბერი 2023 17:16
0
1990 წელს,მსოფლიოს ჩემპიონატზე,ბრაზილიასთან მატჩის დროს,არგენტინელებმა,მათ ექიმთან წყლის დასალევად მისულ ბრაზილიელ ფეხბურთელს,ტრანკვილიზატორ გარეული წყლის ბოთლი მიაწოდეს და მერე, სწორედ ამ ფეხბურთელის შეცდომას მოჰყვა,ბრაზილიელების მარცხი.მარადონა,საქმის კურსში იყო და ეს,თვითონ მარადონას მონაყოლიდან ვიცი.ვიდეო მაქვს ნანახი.სულ სიცილ ხარხარით ჰყვებოდა.ასე რომ, სულაც არ იყვნენ დაჩაგრულები.
სოსო
22 ნოემბერი 2023 01:00
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული