არდანიშნული პენალტი - უეფა იტალიას უკრაინასთან წაეხმარა?

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ტურში, C ჯგუფში, უკრაინას მეორე ადგილის დასაკავებლად და ევროპირველობაზე გასასვლელად ლევერკუზენში იტალიის დამარცხება სჭირდებოდა, მაგრამ შეხვედრა ფრედ (0:0) დასრულდა. შედეგად, იტალია მეორე ადგილზე გავიდა, უკრაინა - მესამეზე და ევრო 2024-ის საგზურის მოსაპოვებლად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს.

თუმცა შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად მომხდარიყო: 90+3-ე წუთზე მიხაილ მუდრიკი საჯარიმოში ბრაიან კრისტანტემ წააქცია. კონტაქტი აშკარა იყო, მაგრამ მსაჯმა ხესუს ხილ მანსანომ პენალტი არ დანიშნა. წესების დარღვევა VAR-მაც არ დააფიქსირა.

"სკუადრა აძურას" მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ ნამატჩევს განაცხადა, რომ მომენტი ვიდეოზე ნახა,
თერთმეტმეტრიანის დანიშვნა შეიძლებოდა, მაგრამ კარგია, ყველაფერი ასე რომ დასრულდა.

უკრაინელებმა უეფას პრეზიდენტის, ალექსანდერ ჩეფერინის გასული წლის ოქტომბერში LaPresse-სთან გაკეთებული კომენტარი გაიხსენეს: "იტალია უნდა გავიდეს ევრო 2024-ზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ იტალია ვერ გავიდა, კატასტროფა იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ისინი უკრაინას მოუგებენ".

მკითხველის კომენტარები / 20 /
თავიდანვე გადაწყვეტილი იყო რომ ფრედ უნდა დამთავრებულიყო თამაში, გინდაც ჯოს დაერეკა ატლანტიკის გაღმიდან
დასავლეთში ფერადი ფაშიზმია
21 ნოემბერი 2023 20:22
16
ნაღდი პენალტი იყო,მაგრამ უეფა(ფიფა) რომ ზეკორუმპირებული და უდედამოხნულესი კანტორაა სამწუხაროდ ახალი არაა
BOSS
21 ნოემბერი 2023 20:12
7
ძალიან დიდი სიბინძურე!
გიო
21 ნოემბერი 2023 19:56
7
კარგი ეხლა გაჩერდით რა, მაგ საკამათო მომენტის მეტი არაფერი გქონიათ მთელი თამაში. იმიტომ არ დანიშნა, რომ აშკარად პენალზე ითამაშა და ნამდვილად არ ეკუთვნოდათ გასვლა.
H
21 ნოემბერი 2023 19:55
38
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული