დე ლაურენტისი: იტალიამ უკრაინა გაქურდა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მიიჩნევს, რომ იტალიასთან მატჩში ბრაიან კრისტანტეს მიერ უკრაინელი მიხაილ მუდრიკის წაქცევის გამო მსაჯს პენალტის დანიშვნა მართებდა.

"მართალი გითხრათ, რაც უკანასკნელ ხანს ვნახე, იტალიამ უკეთ ითამაშა, ვიდრე უმეტეს შემთხვევაში და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დაიმსახურა. უკრაინა ომის გამო მოტივირებული იყო, ჰქონდა ოცნება, მაგრამ ეს რეალობად ვერ იქცა. ადვილი რომ იყოს, ეს ოცნება არ იქნებოდა.

არავის უნდა, ნახოს, როგორ ქურდავენ გუნდს ისე, როგორც გუშინ საღამოს უკრაინა იტალიამ გაქურდა. იქ აშკარად პენალტი უნდა დაენიშნათ", - ციტირებს დე ლაურენტისს Football
Italia.

შეგახსენებთ, ლუჩანო სპალეტის "სკუადრა აძურას" მწვრთნელად დანიშვნის გამო დე ლაურენტისი იტალიის ფეხბურთის ფედერაციისგან ამაოდ ითხოვდა საკომპენსაციო თანხის გადახდას.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მეც დასადები მეგონა თავიდან და გავბრაზდი, მაგრამ მერე დეტალურ გარჩევას ვუყურე უცხოურ არხებზე, შეგვაცდინა რაკურსმა არანაირი პენალტი არ ყოფილა. არ შემცდარა მსაჯი და არც ვარ-ი.
neto
22 ნოემბერი 2023 15:20
4
ზურა, მე როგორც ვიცი, გადამოწმება იწყება მაშინ, თუ ვარი დაინახავს საეჭვოს. ეტყობა, ასე არ ჩათვალეს.
არჩი
22 ნოემბერი 2023 13:59
1
ცუდია რომ არ გადაამოწმეს, ახლა ამ მომენტზე უნდა ილაპარაკონ სულ. 90 წლიდან ტიფოზი ვარ და პირველად ვნახე, სალაპარაკო მიეცათ მსაჯობაზე იტალიის ნაკრებთან, როგორც წესი, სულ პირიქითაა ხოლმე.
პ.ს დე ლაურენტისი ბოღმისგან სკდება და ქაქებს აფრქვევს
ლუკა
22 ნოემბერი 2023 13:54
7
იტალიის სხვა თამაშები მე არ ვიცი რადგან არ ვარ იტალიის ტიფოზი და ვარ საქართველოს გულშემატკივარი, შესაბამისად ვიცი როგორ დაუდეს საქართველოს იტალიის სასარგებლოდ ერთ თამაშში ორი პენალტი. თუ იტალიის ტიფოზი ხარ კი უნდა გახსოვდეთ ეს ამბავი, მით უმეტეს რომ თავისთავად 90 წლის მერე იყო ეგ ამბავი ბატონო ტიფოზი. )))
ტიფოზის
22 ნოემბერი 2023 17:06
3
მეც დასადები მეგონა თავიდან და გავბრაზდი, მაგრამ მერე დეტალურ გარჩევას ვუყურე უცხოურ არხებზე, შეგვაცდინა რაკურსმა არანაირი პენალტი არ ყოფილა. არ შემცდარა მსაჯი და არც ვარ-ი.
neto
22 ნოემბერი 2023 14:52
3
მე რასაც ვუყურებდი, არ იყო პენალტი. დამცველს ფეხში არ ჩაურტყამს და სარმა არ გამოუდია, მუდრიკმა თვითონ წამოკრა ფეხი და თან არც თუ ძლიერად.
ლაურენტისის პოზიცია თავისი ქვეყნის ფედერაციის მიმართ გასაგებია, მაგრამ არა კაცურია.
არჩი
22 ნოემბერი 2023 10:15
12
მინიმუმ გადასამოწმებლად იყო ესე ცალსახად მართლა ვერ იტყვი, რომ არ იყო, მე პირადად მგონია რომ პენალტი იყო
ზურა
22 ნოემბერი 2023 12:32
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული