იოჟეფ საბო: მსაჯმა იტალია ევროზე გაათრია - ისინი მეტს იძლევიან?

AutoSharing Option
კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა იოჟეფ საბომ UA-Football-თან იტალიისა და უკრაინის ეროვნული გუნდების მატჩზე გააკეთა კომენტარი:

"შეხვედრის შემდეგ მთელი ღამე არ მეძინა. უკრაინამ ძალიან კარგად ითამაშა, შესანიშნავი მეორე ტაიმი ჩაატარა და შეეძლო მოეგო. ადრევე იყო გასაგები, რომ უეფას პრეზიდენტის, ალექსანდერ ჩეფერინის ნათქვამის მერე მსაჯობა ობიექტური არ იქნებოდა. ასეთი პოსტის მქონე პიროვნებას მსგავსი რამის თქმის უფლება არ ჰქონდა - რომელი გუნდი უნდა გასულიყო ჯგუფიდან.

მუდრიკის დაცემის მომენტში 200%-იანი პენალტი იყო, მაგრამ ჩეფერინის ნათქვამმა თავისი როლი შეასრულა. ეს უსამართლობაა. წესების
დარღვევას რომ საჯარიმოს გარეთ ჰქონოდა ადგილი, მსაჯი დააფიქსირებდა. მუდრიკმა მეტოქეს სივრცე მოუგო და მან წააქცია. გამეორება რამდენიმეჯერ ვნახე, ეს უდავოდ თერთმეტმეტრიანი იყო. ჩეფერინი უნდა გადადგეს. საჭიროა ჰკითხონ, რა უთხრა არბიტრებს და როგორი რეკომენდაციები მისცა. მცველს ხელითაც რომ ეთამაშა, ამის დანახვას მაინც არ მოისურვებდნენ.
შეიძლება ითქვას, უეფას ხელმძღვანელობაში დარჩა ხალხი, რომლებიც წყვეტენ, ვინ უნდა გავიდეს შემდეგ ეტაპზე და ვინ არა, რაც სპორტული პრინციპიდან ძალიან შორსაა. მსაჯმა აშკარად გაათრია იტალია ევროპის ჩემპიონატზე. იტალიელები მეტს იძლევიან? მათ მატჩებზე მეტი მაყურებელი მივა?".

მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს საბო მაგარი გველაძუაა ჯერ თავის სამშობლოს უნგრეთს უღალატა სკოლაში სტალინზე ლექსებს წერდა და მერე ხრუშოვმა სტალინი რომ გააკულტა უცბად გახდა ანტისტალინისტი და ლანძღვა დაუწყო ! ამისთვის 18 წლის ღლაპი სსსრ ნაკრებში აიყვანეს და კომსორგად დანიშნეს ! ხრუშოვი რომ გადააყენეს ისევ "რუსი" გადა და მოსკოვის დინამოში გაიქცა მაგრამ იქედან უცბად გამოაბუნძულეს და ისევ უკრაინელი გახდა D და მერე მწვრთნელობა დაიწყო მაგრამ 1 წელზე დიდხანს ვერსად ვერ გაჩერდა ყველა გუნდიდან გამოაგდეს ! 1991 წლის გკჩპ-ს პუტჩის დროს იმათი მაგარი მხარდამჭერი იყო და რომ დამაცრხდა პუტჩი უცბად გაძემოკრაწდა მაგრამ კოლოსკოვი მაგაზე დიდი გველაძუა იყო და იმას მოატყუებდა ? D კოლოსკოვმა სამ ასოზე რომ გაუშვა მერე ისევ გაუკრაინელდა და იმდენი იჩალიჩა ინტრიგებით უკრაინის ნაკრების მწვრთნელობას გამოკრა ხელი ! და სასწაული--შევჩენკოს გადაემტერა და ნაკრებში არ ათამაშებდა! და ზემოდან რომ მიაწვნენ მერე იკადრა ათამაშა და ზუსტად შევჩენკომ სასწაული ჯარიმა რომ გაუტანა ფილიმონოვს და რუსებს მარტომ რო მოუგო და გაიყვანა უკრაინა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის ჯგუფიდან ! მაგრამ იქ საბოს უტვინობის და უაზრო ექსპერიმენტების გამო პლეი ოფში წააგეს ჭ კლასის სლოვენიასთან და ამის მერე საბოლოოდ მოაცილეს მწვრთნელობას ! მერე პოლიტიკოსობა მოინდომა და იანუკოვიჩის პრორუს პარტიას მიეკედლა და იანუკოვიცი რომ ჩამოაგდეს ისევ "ეროვნულს" აწვება მაგრამ რუსებმა თუ გაიმარჯვეს ისევ "რუსი" გახდება @
zura222
21:37 23-11-2023
9
Mteli tamashi dacvashi ratom idgnen ukrainelebi??itamashe mogebaze italiaa agaraa ise dzlieri,exla msajis lanzgva advilia...tamashidan gamomdinare italia imsaxurebda mogebas..
L.J .
20:24 23-11-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული