სუდაკოვი: უკრაინას ჯგუფიდან გასვლის ყველა შანსი აქვს

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალში ისლანდიის ძლევით (2:1) ევროპირველობის საგზური მოიპოვა, სადაც Е ჯგუფში ბელგიასთან, სლოვაკეთთან და რუმინეთთან იასპარეზებს. უკრაინელთა შანსები მათი გუნდის ნახევარმცველმა გეორგი სუდაკოვმა შეაფასა, რომელმაც ისლანდიელებთან ორი საგოლე გადაცემა გააკეთა:

"ემოციები უკვე მოედანზე დავტოვე. მხოლოდ დაღლილობას ვგრძნობ და ჩემი ქვეყნისა და გუნდის სიამაყეს. პოლონეთში 30 ათასი გულშემატკივარი გვიჭერდა მხარს, თითქოს სახლში ვთამაშობდით.

ეს ჩემთვის განსაკუთრებული ევრო იქნება, დაწყებას წარმოუდგენლად ველოდები და ვფიქრობ, ჯგუფიდან გასვლის ყველა შანსი გვაქვს. უკვე ვიცით, ვინ არიან ჩვენი მეტოქეები და ვემზადებით. ახლა ქვეყნის ჩემპიონატზე
გადავერთვებით, შემდეგ კი მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე ვიფიქრებთ".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბელგია,ძველი ბელგია აღარ არის,დანარჩენებთან კი,უკრაინას ყოველთვის შეეძლო,სულ ცოტა, თანაბრად თამაში.მხოლოდ გასვლა კი არა,ჯგუფში გამარჯვებასაც არ გავიკვირვებ.
სოსო
30 მარტი 2024 09:52
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული