რონალდო და ევროპის ჩემპიონატი - რა უნიკალური მაჩვენებლების დაფიქსირებას ეცდება კრიშტიანო საქართველოს ნაკრებისა და სხვა გუნდების წინააღმდეგ

AutoSharing Option
ლეგენდარული პორტუგალიელი შემტევი კრიშტიანო რონალდო ამ ზაფხულს კარიერაში მეექვსე ევროპის ჩემპიონატს ითამაშებს, რაც უნიკალური შედეგია.
რა გააკეთა

მან თავისი ქვეყნის მაისურით ევროზე ასპარეზობა 2004 წელს დაიწყო, შემდეგ კი არცერთი ტურნირი არ გამოუტოვებია. აღსანიშნავია, რომ არ არსებობს არცერთი ფეხბურთელი, რომელსაც კარიერაში 4-ზე მეტ ევროპის ჩემპიონატზე ეთამაშა, კრიშტიანოს ანგარიშზე კი უკვე 5 ევრო მოდის.

რონალდო ამ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. მან მეტოქეთა კარი 14-ჯერ აიღო და მეორე ადგილზე მყოფ ლეგენდარულ მიშელ პლატინის 5 გოლით უსწრებს.

საინტერესოა, რომ ვეტერანი ვარსკვლავი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისა
და ფინალური ეტაპის ეგიდით ჩატარებული მატჩების ჯამითაც ბომბარდირია. მან 50 ბურთი შეაგდო და 2-ჯერ უსწრებს ზლატან იბრაჰიმოვიჩს, რომლის ანგარიშზეც 25 ზუსტი დარტყმა მოდის. 

"ალ ნასრის" შემტევს თავისი ქვეყნის მაისური ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტჯერ მოურგია (25). II-III ადგილებზე ჟოაო მოუტინიო და კეპლერ პეპე არიან (19 მატჩი). ასევე, მან საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლითაც პორტუგალიელთა რიგებში ჯამში 64 შეხვედრა ჩაატარა, რაც აბსოლუტური რეკორდია და მეორე ადგილზე მყოფ ჯანლუიჯი ბუფონს (58) 6 მატჩით უსწრებს.

რა შეუძლია გააკეთოს

რონალდო იქნება 39 წლის, როდესაც ევრო 2024-ზე ითამაშებს. მას შეუძლია გახდეს ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ხანდაზმული ბომბარდირი. ბოლოს ეს 2008 წელს ავსტრიელმა ივიცა ვასტიჩმა 38 წლისა და 257 დღის ასაკში შეძლო.

კრიშტიანო გახდება ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, თუ ის ევრო 2024-ის ფინალში გოლს შეაგდებს. ეს მაჩვენებელი ახლა ლეონარდო ბონუჩის ეკუთვნის, რომელმაც 34 წლისა და 71 დღის ასაკში ევრო 2020-ზე გაიტანა.


"რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უეჭველად გახდება ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. ეს მაჩვენებელი 39 წლისა და 91 დღის ასაკში 2000 წელს გერმანელმა ლოთარ მათეუსმა დააფიქსირა.

კრიშტიანოს შეუძლია იენს ლემანის შემდეგ (2008 წელი, 38 წლისა და 232 დღის) გახდეს ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, თუ ის ფინალში ითამაშებს.

ასევე, თუ ის ამ ტურნირს მოიგებს, ამითაც რეკორდს დაამყარებს. აღნიშნული მაჩვენებელი ახლა ნიდერლანდელ არნოლდ მიურენს ეკუთვნის (1988 წელი, 37 წლისა და 22 დღის).

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები ჯგუფში საქართველოსთან, ჩეხეთთან და თურქეთთან ერთადაა.

altკვარაცხელია რონალდოს წინააღმდეგ - ოცნება, რომელიც ხდება და ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის საინტერესო მატჩი...

მკითხველის კომენტარები / 6 /
კვირკველა შეჭამს ამას
ჯვაროსანი
05 აპრილი 2024 20:13
1
მაინცდამაინც ჩვენთან ვერ მოახერხებს იმედია რეკორდების გაუმჯობესებას. მაგრამ ჩვენ ეგეთ ასაკიან ხალხს დიდად არ ვახარებთ, ზლატანს თუნდაც, ჩვენ უფრო ახალგაზრდებს ვაძლევთ შანსს, იამალის და ეგეთებს
nika
04 აპრილი 2024 15:42
1
კი,მაგან და მესიმ 60-65 წლამდე თუ ფეხბურთი ითამაშეს დააფიქსირებენ "უნიკალურ მაჩვენებლებს" აბა რას იზმენ :)
NEC
04 აპრილი 2024 15:03
7
ა ნე პოშოლ ონ ნა ტრი ბუკვი, რაში გვაინტერესებს რას იზამს რონალდო, ჩვენ საქართველოს ნაკრები გვაინტერესებს.
04 აპრილი 2024 14:42
14
ჩვენი ნაკრები ჩამოაკიდებინებს ბუცებს ლურსმანზე
ზურა
04 აპრილი 2024 14:26
6
რაღაცას იზავს ალბათ! ყველა რეკორდებს ხომ ვერ დაამხობს!?
მწვრთნელი
04 აპრილი 2024 14:24
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული