შეხვდებიან სანიოლი და დეშამი მერვედფინალში? - საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლის შანსები...

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალზე საუბარი ვინმესთვის იქნებ ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ იმხელა სიხარულს ვეზიარეთ, უფლება გვაქვს, დარჩენილ დროში ბევრი რამ განვიხილოთ, მათ შორის, ისიც, ვის შეიძლება დავუპირისპირდეთ ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში...

საუკეთესო მესამე

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ფორმატის შესახებ, რომელიც ჩვენ სადებიუტო მონაწილეობამდე მაინც "შორიდან" გვესმოდა - ექვსი ოთხგუნდიანი ჯგუფიდან 2-2 საუკეთესოსთან ერთად, მერვედფინალში ოთხი მესამეადგილოსანიც გადის (ორი მესამეადგილოსანი ჯგუფში რჩება). ამიტომ, ყურადღება თითოეულ ჯგუფს უნდა დავუთმოთ. სავარაუდო შედეგების დაწერას არ ვაპირებთ, მაგრამ მსჯელობას ვერავინ დაგვიშლის.

ევრო 2024 14 ივნისს, პარასკევს, ჩვენი დროით
23:00 საათზე (სათამაშო დროებია ასევე 17:00 და 20:00 სთ) გაიხსნება, სადაც ერთმანეთს მასპინძელი გერმანია და შოტლანდია დაუპირისპირდებიან. ამავე ჯგუფში შვეიცარია და უნგრეთი არიან. მიუხედავად შოტლანდიელთა და უნგრელთა პატივისცემისა, მასპინძლის სტატუსი და შვეიცარიიის სტაბილურობა უფლებას გვაძლევს, ამ ჯგუფის ფავორიტები დავასახელოთ. ასეთ შემთხვევაში ჩვენი სურვილი ის იქნება, ამ ორმა ნაკრებმა ბევრი ქულა მოიპოვოს (იდეალურ შემთხვევაში ერთმანეთთან დაპირისპირების გარეშე - 6). მაშინ გამოვა, რომ მესამეადგილოსნის მაქსიმალური ქულა 3 იქნება, რაც მესამე ადგილით პლეი-ოფის შანსებს გაგვიზრდის.

გაცილებით ძლიერია B ოთხეული. ერთი შეხედვით, მოქმედი ჩემპიონი იტალია და ესპანეთი ფავორიტები არიან, მაგრამ ამას ასე მარტივად ვერ ვიტყვით იქ, სადაც ხორვატიის ნაკრებია. თუკი ალბანეთის ნაკრებისგან სასწაული არ ვიხილეთ, ამ ჯგუფიდან საუკეთესო მესამეადგილოსანი აუცილებლად უნდა გვყავდეს.

მომდევნო ჯგუფში ინგლისის ნაკრები უპირობო ფავორიტია, დანიასა და სერბეთს კი უფრო მეტი შანსი უნდა ჰქონდეთ, ვიდრე სლოვენიას. ვივარაუდოთ, რომ ინგლისელები სხვებს ნაკლებ უფლებას მისცემენ, ჯგუფური ეტაპი მაღალი ქულით დაასრულონ.

რთული სათქმელია, D ჯგუფში საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა პოლონეთსა და ავსტრიას რა შანსი უნდა მისცენ, მაგრამ ბრძოლა ბოლომდე იქნება. ვიმედოვნებთ, მესამეადგილოსანი მინიმალურ ქულას მოიპოვებს.

ბელგია, სლოვაკეთი, უკრაინა, რუმინეთი - ამ ოთხეულის გამოკვეთილი ფავორიტი დასუსტებული ბელგიის ნაკრებიც არაა და სავსებით შესაძლებელია, ქულები "გაიფანტოს".

Sportall.Ge

შესაძლო პლეი-ოფი

პირველ რიგში, მინიმალურზე ვიფიქროთ. თუკი ვილი სანიოლის გუნდი საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის მოხვდება, პლეი-ოფის პირველ ეტაპზე ორი შესაძლო ვარიანტი იქნება (სხვა მესამეადგილოსნების შედეგებიდან გამომდინარე) C ან B ჯგუფის გამარჯვებული. თუ ერთ შემთხვევაში ინგლისს თამამად დავასახელებთ, მეორეგან პირობითად ასეთად ესპანეთი ჩავთვალოთ. ეს მატჩი 30 ივნისს უნდა გაიმართოს.

ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, პირდაპირ ცნობილია, რომ D ჯგუფის პირველადგილოსანთან გავარკვევთ ურთიერთობას და თუ ლოგიკას გავყვებით, ის საფრანგეთის ნაკრები უნდა იყოს (2 ივლისს). მაშინ ვილი სანიოლი და დიდიე დეშამი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, "ჯვაროსნების" დამრიგებელი კი მშობლიური ნაკრების დამარცხებას ეცდება.

ჩვენი, F ჯგუფის, ფავორიტად მიჩნეული პორტუგალია, პირველი ადგილის გათვალისწინებით, A, B ან C ჯგუფის მესამეადგილოსანს შეხვდება. ამ გადასახედიდან, აქ ყველაზე რთული მოწინააღმდეგე ხორვატიის ან იტალიის ნაკრები შეიძლება იყოს...

აქვე გეტყვით, რომ მეოთხედფინალები 5-6 ივლისს, ნახევარფინალები 9-10 ივლისს, 
ფინალი კი 14 ივლისს შედგება.

altევრო 2024 - საქართველოს ნაკრების სავარაუდო განაცხადი - ვერ ვიჯერებთ!..

altშეუძლია საქართველოს თურქეთის დამარცხება? ისტორიული რაკურსი და დღევანდელობა - ევროს პირველი ტური

altყველაფერი სანიოლზე - ოცნება პოლიციელობაზე, გაძევება ბოლო წუთზე, ზიდანთან შერიგება მეუღლის თხოვნით და ტიტულები...

მკითხველის კომენტარები / 49 /
მოდით ნუ ბაქი-ბუქობთ რაა, რა ჯგუფიდან გასვლაა..კუმ ფეხი გამოყოო..ზუსტადაც!! დაგავიწყდათ საერთოდ უკანა კარიდან,რომ მოხვდით ევროზე,ისიც უეფას კეთილი სურვილით, თუ არა და არ შეეძლოთ რაა!! ორივე თამაში თბილისში რომ არ ჩაენიშნათ. ან კიდევ 30 ათასიანი ქვეყნის-ლუქსემბურგის ნაკრების, მსაჯის წახმარებით დამარცხება თუ ასეთი ოპტიმიზმის საფუძველია-არ ვიციი....ბერძნებთან კი ბეწვზე გადავრჩით და მხოლოდ პელნებში გაგვიმართლა....გაიხსენეთ.ასეთივე ბაქი-ბუქი იყო ატეხილი ამ ევროს შესარჩევი ციკლის წინ-ათას გიჟური ვარიანტების თვლა და იტალიის, შოტლანდიისა და ნორვეგიელი მცველებისა და მწვრთნელების ვითომდა შიშები როგორ შეეჩერებინად კვარა და ჩაკვე. რეალურად ვერც ერთი თამაში ვერ მოუგეთ მათ, ესპანელებმა საერთოდ 2-10 გაგვანადგურეს და ჯგუფში ბოლოდან მე-2 ადგილზე გავედით. მართალია ფეხბურთში და საერთოდ ბუნებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ასეთი ურა ტრაბახი, მაინც უსაფუძვლო მგონია...
SOSO
10:22 22-05-2024
0
ვისაც ფანტაზიის უნარი არა აქვს ის ვერასდროს ვერაფერს მიაღწევს. აქ მეზღაპრე არავინ არის და ბევრ ჩვენგანს საკმაო წლებია რაც ფეხბურთს ვგულშემატკივრობთ. ზოგნიც მშვენივრად ერკვევიან ფეხბურთის ნიუანსებში და ყველა ჩვენგანმა ვიცით ჩვენი ნაკრების დონე. მაგრამ ეს ხომ ევროპის ჩემპიონატია და ამიტომ ჩვენმა უმეტესობამ თავს ნება მივეცით ფანტაზიას. რატომ და ბევრი გვინახია და იმ ბევრიდან ნანახში დავრწმუნდით რომ მის უდიდესულობა ფეხბურთი მოულოდნელობით აღსავსეა. რაც ძალიან გვინდა ის უნდა დავიჯეროთ და გარშემო ყველა დავაჯეროთ რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. რწმენით იყო 300 არაგველი თუ 300 სპარტანელი, რწმენით იყო საბერძნეთი ჩემპიონი და დანია, რწმენით იყო საფრანგეთი ჩემპიონობის შემდეგ კორეში ჯგუფში რომ ჩატოვეს, რწმენით იყო იაპონიამ მიყოლებით გერმანია ესპანეთი რომ დააწვინა და რა ვიცი რამდენი რამ ჩამოვთვალო? მე ვიცი აქმდე რანიც ვიყავით, მაგრამ მე უფრო მეტი მინდა და მჯერა ამას შევძლებთ. როგორც არ უნდა მოხდეს არავინ გავაკრიტიკებთ ბიჭებს, მათ უკვე ევროპა გვაჩუქეს და ჩვენ იქ ვართ. მე მჯერა ჩვენი ბიჭების და მგონი ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვირწმუნოთ მათი, ბიჭებმა ეს დაიმსახურეს.
G.LA
02:07 22-05-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული