უცხოურ მედიაში ხშირად ნახავთ ვარაუდებს, თუ ვინ შეიძლება იყოს მომავალი ტურნირის აღმოჩენა. Sportall.ge დღეს გესაუბრებათ ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩვენი ჯგუფის ნაკრებებს წარმოადგენენ, მათ შორის, საქართველოსაც და რომელთაც ივნისიდან მეტად უნდა დავაკვირდეთ როგორც ქართველები, ისე სხვადასხვა ქვეყნის გულშემატკივრები. თუკი ავანსებს გაამართლებენ, დიდია შანსი, მომავალ სეზონში მათი კარიერა უკეთ წარიმართოს და ზოგიერთი მათგანი გაცილებით ძლიერ კლუბშიც ვიხილოთ.
ანტონიო სილვა (პორტუგალია)
მისი სრული სახელი ანტონიო ჟოაო პერეირა დე ალბუქერექე ტავარეს და სილვაა. სატრანფერო ფასი უკვე 44 მილიონი ევროა და თუ ლისაბონური გუნდიდან განხორციელებულ ტრანსფერებს გავიხსენებთ, რომელიმე გრანდში გადასვლა არ უნდა გაუჭირდეს.
ანტონიო სილვა, თავისი ამპლუის ფეხბურთელებისგან განსხვავებით, ძალიან მაღალი არაა, 187 სმ-ია და ამის კომპენსირებას სხვა უნარებით ახერხებს. თამაშის კარგი შეფასებითაც გამოირჩევა და ბურთთანაც "მეგობრობს". ანტონიოს 2022 წლის მსოფლიო თასზე ერთი შეხვედრა მიეცა. თუკი პორტუგალიელებმა ჯგუფიდან გასვლის საკითხი მესამე ტურამდე, ანუ ჩვენთან შეხვედრამდე გაინაღდეს, დიდია შანსი, სილვამ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშოს, პეპეს კი დასვენების საშუალება მიეცეს. "ბენფიკას" მე-4 ნომერს სტანდარტული მდგომარეობის დროს უნდა ვუფრთხილდეთ, რადგან მას გატანაც ეხერხება.
მატეი ჟურაჩეკი (ჩეხეთი)
ჟურაჩეკს ჩეხეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და ყველგან გამორჩეული იყო, მოძრავიცაა და ფიზიკურად კარგად მომზადებული. ეროვნულში მისი დებიუტი ახლახან შედგა.
მატეის სატრანსფერო ფასი დღეისთვის 6 მილიონი ევროა, მაგრამ თუკი ევროპის ჩემპიონატზე თავს გამოიჩენს, მისი ღირებულება აუცილებლად გაიზრდება. ევროტურნირებზე სტაბილური თამაში მისთვის მშვენიერი გამოცდილებაა, გასულ სეზონში ევროპა ლიგაზე საკმაოდ შორს გავიდა.
კენან ილდიზი (თურქეთი)
ილდიზს ჯერ ცოტა დრო ეძლევა, ახლა "იუვეს" მთავარი დამრტყმელი ძალა ხომ ვლაჰოვიჩია. რაც შეეხება კენანს, მას ტექნიკა არ დაეწუნება და თუკი ევროზე შედეგიანობა ექნება, ახლანდელი კლუბიც უკეთესი თვალით შეხედავს და კარიერის გაგრძელების მეტად პერსპექტიული ვარიანტებიც ექნება, ვიდრე იტალიის მასშტაბით განათხოვრება შეიძლება იყოს.
გასული სეზონის დასაწყისში, 20 აგვისტოს, "უდინეზესთან" გასვლით მატჩი თურქის დებიუტი შედგა. მატჩის შემდეგ მთავარ მწვრთნელ ალეგრის მასზე ჰკითხეს, ტოსკანელმა კი ასე უპასუხა - "ძალიან ხშირად ისწორებდა თმას და აუცილებლად უნდა შეიჭრას". მეორე დღესვე ილდოზმა მწვრთნელს მესიჯი გაუგზავნა: "ფეხბურთი უპირველეს ყოვლისა! ვაპირებ გავაკეთო ის, რაც თქვენ თქვით, რადგან მთავარი მწვრთნელი ხართ." მასიმილიანომ შემდეგ განაცხადა, რომ კენანი ჭკვიანი ბიჭია, რომელიც ისმენს.
ილდიზი რეგენსბურგშია დაბადებული, გერმანელი დედისა და თურქი მამის ოჯახში. მან აღიარა, რომ ფეხბურთის სწავლა YouTube-ის მეშვეობით დაიწყო, თავდაპირველად კი მიუნხენის "ბაიერნის" აკადმიაში ვარჯიშობდა.
გიორგი ქოჩორაშვილი (საქართველო)
საქართველოს ნაკრებში როგორც ვეტერანები, ასევე პერსპექტიული ახალგაზრდები თამაშობენ. იმედია, ევროპირველობის შემდეგ ჩვენი ფეხბურთელები უკეთეს კლუბებში გამოვლენ. უკვე საკმაოდ ბევრი მოთამაშე გვყავს იტალიაში და მათ პროგრესს ველით. ევროპის ჩემპიონატის აუდიტორიას გიორგი ქოჩორაშვილზე დაკვირვებას განსაკუთრებით ვთავაზობთ.
ქოჩორაშვილი 24 წლისაა. ის კარგად ფლობს ბურთს, მაგრამ ე.წ. შავი სამუშაოს შესრულებაც მშვენივრად შეუძლია. გიორგი თამამი და ენერგიულია, ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული. მას ესპანურ "ლევანტესთან" ხელშეკრულება 2025 წლამდე აკავშირებს. ვალენსიელებს "ლა ლიგაში" დაწინაურება უჭირთ. "ქოჩორას" არაერთი გუნდი უნდა აკვირდებოდეს და გერმანიაში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატი მისი კარიერისთვის იქნებ გადამწყვეტიც კი იყოს!..
შეუძლია საქართველოს თურქეთის დამარცხება? ისტორიული რაკურსი და დღევანდელობა - ევროს პირველი ტური
გადამწყვეტი მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის? - რა იქნება საჭირო ჩეხებთან...
რაც შეეხება გიორგი ქოჩორაშვილს,ვინც მისი ბოლო ორი თამაში ნახა,საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში,თუ ჭკუა აქვს,უკვე დღესვე, ჩუმად უნდა აწარმოებდეს მასთან მოლაპარაკებებს,თავის კლუბში წასაყვანად.მან უკვე აჩვენა,რა შეუძლია და სანამ ჯერ კიდევ იაფი ღირს,მანამდე უნდა წაიყვანოს რომელიმე ძლიერმა კლუბმა.სეგუნდაში მისი დატოვება,აღარ შეიძლება.
დიდება საქართველოს!
ბიჭმა ერთი ჩვეულებრივი სურათი დადო და ქოცებმა ვაკხანალია მოაწყვეს!