ჰუმელსი, გორეცკა, გნაბრი და ბრანდტი განაცხადს მიღმა - ნაგელსმანმა ევრო 2024-ისთვის შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.

"ბუნდესნაკრების" განაცხადს მიღმა ისეთი ფეხბურთელები დარჩნენ, როგორებიც მატს ჰუმელსი, ლეონ გორეცკა, იულიან ბრანდტი, კარიმ ადეიემი, ნიკლას ზულე, ტიმო ვერნერი და სერჟ გნაბრი არიან.

ნაგელსმანმა ტურნირისთვის 27 ფეხბურთელს უხმო, თუმცა, საბოლოო განაცხადში მხოლოდ 26 მოთამაშე მოხვდება.

მეკარეები:
ოლივერ ბაუმანი (ჰოფენჰაიმი), ალექსანდერ ნიუბელი (შტუტგარტი), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა).

მცველები: ვალდემარ ანტონი (შტუტგარტი), ბენჟამინ ჰენრიხსი (ლაიფციგი), იოზუა კიმიხი (ბაიერნი), რობინ კოხი (აინტრახტი), მაქსიმილიან მიტელშადტი (შტუგარტი), დავიდ რაუმი
(ლაიფციგი), ანტონიო რუდიგერი (რეალი), ნიკო შლოტერბეკი (დორტმუნდი), ჯონათან ტა (ლევერკუზენი).

ნახევარმცველები: რობერტ ენდრიხი (ლევერკუზენი), კრის ფიურიხი (შტუტგარტი), პასკალ გროსი (ბრაიტონი), ილქაი გიუნდოგანი (ბარსელონა), ტონი კროოსი (რეალი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ალექსანდრ პავლოვიჩი (ბაიერნი), ლეროი ზანე (ბაიერნი), ფლორიან ვირცი (ლევერკუზენი).

შემტევები: მაქსიმილიან ბეიერი (ჰოფენჰაიმი), ნიკლას ფულკრუგი (დორტმუნდი), კაი ჰავერტსი (არსენალი), თომას მიულერი (ბაიერნი), დენიზ უნდავი (შტუტგარტი).

გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 14 ივნისს, შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კაცი ბჭობდა,ღმერთი იცინოდაო.ჯერ კიდევ როდის,ტონი კროოსი,ინტერვიუში,თავის გეგმებზე აცხადებდა,მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ,ბუცებს ლურსმანზე დავკიდებო და მაშინ,30 წლისა გახდებოდა.დღეს 34 წლისაა,ისევ ნაკრებშია და ანჩელოტი,ოქროს ბურთსაც უწინასწარმეტყველებს.
სოსო
16:23 16-05-2024
1

სიახლეები პოპულარული