საქართველო ფორმაშია და თურქეთი ისეთი ფავორიტი აღარაა!..

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე ფიქრს, რომელიც ასე მოახლოვდა, სულმოუთქმელად ვაგრძელებთ. ვაჟა-ფშაველას ლექსი "მოლოდინი" ასე სრულდება:

"გამზარდოს, ღრუბლად მაქციოს,
მძიმედ დამტვირთოს წვიმითა,
რომ მოვრწყო გული ქვეყნისა
დაუშრობელის მილითა;
ავაჭიკჭიკო ბულბული
საღამოთი და დილითა
და წარვსდგე ჩემს მეუფესთან
ხელთ ანთებულის ცვილითა."


ქართველ ფეხბურთელებს სადებიუტო ევროპირველობაზე მართლაც დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, ბედნიერება აქვთ, გულშემატკივრებს კი - განსაკუთრებული მღელვარება. ამ მოვლენას მხოლოდ ლირიკულ ჟანრში ვერ შევხედავთ, სათქმელი უფრო მეტია...

სანიოლიც ფორმაშია

Sportall.Ge

წმინდა საფეხბურთო ასპექტებში (ამის ხაზგასმა გვიწევს) საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა მარტიდან (საგზურის გაფორმებიდან) დღემდე ისე გაიარეს,
როგორც სასურველი იყო - მაქსიმალური შედეგიანობა და პროდუქტიულობა, ტრავმებისგან დაცვა და მწვრთნელების კეთილგანწყობა, რომლებიც ბიჭებს, ევროპის ჩემპიონატის კონტექსტში, ამოსუნთქვის საშუალებას აძლევდნენ. მანამდე ერთი ამხანაგური მატჩი გვაქვს, რომელიც ასევე ძალიან მშვიდად უნდა გავიაროთ!..

საქართველოს ნაკრები ტურნირზე დებიუტანტია და მას აუცილებლად აუტსაიდერთა შორის მოიხსენიებენ. ვილი სანიოლის მოღვაწეობა გვაჩვენებს, რომ ჩვენი გუნდი ამას არცთუ იშვიათად ძალიან სასიკეთოდ იყენებს, აქვს ნაკლები წნეხი და თამაშს კონტრშეტევებზე წარმატებით აგებს. საბერძნეთთან ფინალის შემდეგ ზეწოლის გაძლებაზეც შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ. ფრანგი მთავარი მწვრთნელისგან იმავეს გაგრძელებას უნდა ველოდოთ, რაც ფინალში ვნახეთ - ნაკლები ექსპერიმენტი თუ ტაქტიკური მრავალფეროვნება და აქცენტი კარგად ნაცად ძველზე იმ იმედით, რომ ფეხბურთელები ყველა დავალებას პირნათლად შეასრულებენ...

ნაკრებმა მიქაუტაძესთან ერთად პირველად ივარჯიშა

Sportall.Ge

"საქართველო ფორმაშია" - ეს მარტის ფინალისწინა დევიზი იყო, რაც ახლა კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს - საშუალოევროპული ჩემპიონატების გამარჯვებულები, შედეგიანობა და სანდოობა ტოპლიგებსა და თუნდაც, ნაკლებად ძლიერ გათამაშებებში. ევროს პირველი ტური რომ ავიღოთ, სხვადასხვა ტიპის პროგნოზსა და მოსაზრებაში თურქეთის ნაკრები ჩვენთან ისეთი გამოკვეთილი ფავორიტი აღარაა, როგორც მანამდე. დანარჩენს 18 ივნისის საღამოსა და მის შემდეგ ვნახავთ. ზემოთქმულიდან გამომდინარე, როცა უფრო ძლიერად გაღიარებენ, ვიდრე ცოტა ხნის წინ, წმინდა სპორტული თვალსაზრისით, ეს შენ მიმართ დამოკიდებულებებს ცვლის, მაგრამ ამან დამატებითი მოტივაცია უნდა მოგვცეს და არა პირიქით.

ევროპის ჩემპიონატის ირგვლივ საკმაოდ ბევრი დავწერეთ. გვსურდა, აკადმიური განხილვისთვის, მით უმეტეს, რაც საქართველოს ნაკრებსა და მის ჯგუფს ეხება, უცხოურ მედიაში "ქექვა" არ ყოფილიყო საჭირო. დაწყებამდე დრო იკლებს, ემოციები ჭარბობს და ყოველდღიურობაში ევრო 2024-ზე უფრო მეტს ვფიქრობთ!..

altერთი თვე ევრომდე - ყველა ნაკრების განხილვა და საქართველო, რომელსაც კვარაცხელია ჰყავს...

altევრო 2024. ესპანეთში საუკეთესო მამარდაშვილი - ყველაზე პროგრესირებადი და სახელოვანი მეკარეები

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

altშეუძლია საქართველოს თურქეთის დამარცხება? ისტორიული რაკურსი და დღევანდელობა - ევროს პირველი ტური

მკითხველის კომენტარები / 23 /
მე ასე ვფიქრობ: თურქეთთან მინიმუმ ფრეს შანსი გვაქვს, ჩეხეთთან ძალიან რთული იქნება და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, პორტუებთან მატჩის წინ გააჩნია რა სიტუაციაში ვიქნებით. საერთო ჯამში, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ: ჩვენი პროგრამა-მაქსიმუმი პლეიოფში გასვლაა, ხოლო პროგრამა-მინიმუმია არ წავაგოთ სამივე თამაში ჯგუფში
fani
08 ივნისი 2024 13:01
0
სასწაული ხალხი ვართ ქართველები - რამდენიმე თვის წინ ჯერ ევროს ფინალურ ტურნირზე გასვლაზე ვოცნებობდით. როდესაც ჩვენი სანუკვარი ოცნება ახდა, ახლა ჯგუფიდან გასვლაზე ვსაუბრობთ, თანაც თურქეთ-ჩეხეთის დამარცხებასა და ფავორიტ პორტუგალიასთან არწაგებაზე. კარგია რომ ასეთი მაქსიმალისტები ვართ, მაგრამ ცოტა რეალობასაც ხომ უნდა ჩავხედოთ თვალებში?! ვართ ერთადერთი დებიუტანტი ქვეყანა ნულოვანი გამოცდილებით ფინალურ ტურნირზე, გვყავს რამდენიმე მაღალი დონის (ასევე ზოგიერთი საშუალო დონის) ფეხბურთელი, მთელი ევროპის ბუკმეკერები აუტსაიდერად მიგვიჩნევენ და ამ დროს ამბიცია გვაქვს, იმის დედა ვატირე... ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, მე ასე ვიტყოდი: ნუ ქმნით გადაჭარბებულ მოლოდინებს! ასეთ დროს, მეტი მოლოდინი (ცუდი შედეგის შემთხვევაში) მეტ იმედგაცრუებას გამოიწვევს. უბრალოდ ვუქომაგოთ ჩვენს ბიჭებს და თუ ისინი თავის თავზე მაღლა ახტებიან, გმირებად შევრაცხოთ!!!
სიმართლე
08 ივნისი 2024 12:56
0
,,გულზე ბრახუნის,, გარეშე, ისეთი გუნდი გვყავს რომ ერთი თამაში შეიძლება ბრაზილიასაც კი მოვუგოთ, მაგრამ მერე სანმარინომ გაგვარღვიოს, ასე რომ მგონი ერთადერთი გუნდია მთელს ჩემპიონატზე რომლოს პროგნოზირებაც შეუძლებელია. თამაშის დაწყების წინ ხასიათს გააჩნია თორემ , ვფიქრობ არც პორტუგალოას მოვაგებიმებთ.
ემიგრანტი
07 ივნისი 2024 19:31
0
თურქეთთან უეჭველი ვიგებთ 4:0 !
გიორგი
07 ივნისი 2024 17:35
9
წარმატებები ჩვენს ნაკრებს, მაგრამ ვიყოთ რეალისტები და არ გვინდა გულზე რახუნი!!!
თურქეთს თუ როგორმე მოვუგეთ და ჩეხეთთან არ წავაგეთ, გავალთ ჯგუფიდან და ეგაა ჩვენი მაქსიმუმზე მაქსიმუმი!!!!!!!!!!
Zura
07 ივნისი 2024 13:05
2
კაი რა ორი ქულა? ცოტა ფანტაზია ჩართეთ,მაქსიმუმი უნდა დავდოთ იქ გასული.
ორ ფრეზე ვფიქრობთ ქომაგები და ფეხბურთელებმა დიდი ანგარიშით არ წაგებაზე უნდა იფიქრონ? მერვედში გასვლა ასე არც უნდა გინდოდეს ეს მენტალიტეტი ფეხბურთში უკან უნდა დავტოვოთ და თავაწეული ფეხბურთისგან სიამოვნება უნდა მივიღოთ.. წინ საქართველო ზღაპარი გრძელდება!!
Shavi kaci
07 ივნისი 2024 16:20
0
თურქები ჩეხებზე ნაკლები გუნდი გგონია? ვილოცოთ, რომ თურქებთანაც და ჩეხებთანაც ფრე ვითამაშოთ. 6 მესამეადგილოსანიდან 4 გადის. ასე რომ, ორმა ქულამ შეიძლება გაგვიყვანოს.
მწარე
07 ივნისი 2024 14:23
1
ხალხნო დაგიდებთ აქ ზუსტ პროგნოზს და თუ გინდათ ამითი იხელმძღვანელეთ.
თურქეთთან ვითამაშებთ ფრეს 2:2 ს.
ჩეხეთს მოვუგებთ 2:0 ს.
პორტუგალიასთან ვითამაშებთ 1:1 ს და წაუგებლად მეორე ადგილით გავალთ ჯგუფიდან!
ბათუმელი ექსპერტი
07 ივნისი 2024 12:22
6
შენს პირს თაფლი, მურაბა და შაქარი!!!
ბათუმელი ექსპერტს
07 ივნისი 2024 17:23
0
ევროზე კარგ ფორმაში მყოფი ფეხბურთელებით მივდივართ, თურქები უყოყმანოდ პირველ ნომრად დაგვიწყებს თამაშს, რაც კონტრშეტევაზე მეტს შანს გვაძლევს, გავხევთ ხალხო მერე შეშინებული გვეთამაშება ჩეხები სადაც რამენაირად ფრე უნდა გავაგოროთ, რითაც მეოთხედფინალში ვიქნებით. ტაქტიკა და სანიოლის ანუ მწვრთნელის უნარებია საჭირო. ევროზე ჩვენი ბიჭები დიდ განაცხადს გააკეთებენ
Badiri
24 მაისი 2024 17:23
1
Მე 4 ფინალი თუ მე 8 ფინალებია, 6 ჯგუფია, 2-2 ეგრევე და 4 საუკეთესო მე - 3 ადგილოსანი ანუ სულ 16, ანუ
Მე-8 ფინალებიდან იწყება.
გ.შ.
07 ივნისი 2024 12:01
1
ჩვენი ფინალური შეხვედრა თურქებთან თამაშია, მის მოსაგებად ყველაფერი უნდა დავდოთ, რადგან აქ წყდება მერვედფინალის ბედი და არა პორტუგალიასთან. აუტსაიდერად რომ მოგვიხსენიებენ სწორედ ეგ უნდა დაგვეხმაროს მერვედფინალში გასასვლელად.
ჟორა
21 მაისი 2024 16:25
0
გყავს კვარა,ჩაკვე,კიტე და წინ ჟორჟი-ბუდუ.
თან სანიოლი არ არის მშიშარა ვაისი.
ვაისი რო ყოფილიყო კვარას და ჩაკვეს ალბათ ერთად ვერ ვნახავდით მოედანზე
Levani
20 მაისი 2024 19:31
0
ჩემი აზრით ჩვენთვის საუკეთესო შედეგი იქნება პირველი თამაში მინიმუმ არ წავაგოთ. მიმაჩნია მიღწევადია ეს დიდი მონდომების ხარჯზე. თურქეთს საკმაოდ ძლიერი ნაკრები ყავს და როგორც საკუთარ მოედანზე ისე გვეთამაშება თურქების უდიდესი დიასპორის გამო გერმანიაში. ჩვენ “საკბილო” ჩეხეთი მგონია. მათაც ჩვენზე ძლიერი და გამოცდილი ნაკრები ყავთ, მაგრამ ისეთი დიდი განსხვავება არაა როგორც პორტუგალიასთან. მათ უკვე წაგებული ექნევათ პორტუგალიასთან და ჩვენთან გარისკავენ რაც უნდა გამოვიყენოთ. თუნდაც 2 ქულით ჩვენ შანსი გვექნება ჯგუფიდან მე-3 ადგილით გავიდეთ, 4 ქულა ხომ მისწრება იქნება. ჩეხებთან მოგება ზღაპარი არ მგონია.
G.LA
20 მაისი 2024 15:45
1
რა ზღაპარს ყვები ორი ქულით ჯერ მესამე ადგილზე მოახერხე გასვლა და ოთხ მესამე ადგილოსანს შორის მოხვედრა და მერვედფინალში გასვლა თეორიულად შეიძლება გამოთვალო მაგრამ მაინც ფანტასტიკის სფეროდანაა. მინიმუმ სამი ქულა უნდა დააგროვო მერვედფინალში გასვლაზე რომ იფიქრო.
ელგუჯა
07 ივნისი 2024 21:18
0
გლა,ეს უკვე მართლაც შენი პოსტია და არა იმ ვიღაცა უბადრუკისა,შენი სახელით რაღაცა საცოდაობას რომ დებს,თუმცა მგონია,რომ ჯგუფში ერთი მოგება აუცლილებელია,ჯგუფიდან გასვლა თუ გვსურს.2 ქულა არ გვეყოფა და მცირე პროცენტით,შესაძლოა 3 ქულაც არ გახდეს,საკმარისი.
სოსო
07 ივნისი 2024 12:18
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული