თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობის დასახელების შემდეგ, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის საიტთან ინტერვიუში მეტოქეების შესახებ ისაუბრა:
"სამივე მოწინააღმდეგე სრულიად განსხვავებულად თამაშობს. რა თქმა უნდა, პირველი მატჩი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული იქნება, ვინაიდან საქართველოს ნაკრებმა გავლილ გზაზე თავისი ერთიანობა დაამტკიცა, მათ შორის პლეი-ოფის ფინალში. ამდენად მეტოქეს პატივისცემით მოვეკიდები. საქართველო ფიფას რეიტინგში ჩვენზე დაბალ საფეხურზეა, თუმცა თამაშებს ეს არ იგებს.
პორტუგალია რეიტინგში ჩვენზე მაღლა იმყოფება და შესანიშნავი გუნდია. ჩეხეთმა ევროპირველობაზე გასვლის შემდეგ მწვრთნელი შეიცვალა, ჯერ არ ვიცით, ტაქტიკურად
როგორ თამაშობენ, ფიფას რეიტინგში კი დაახლოებით ჩვენს დონეზე არიან.
სამი ფინალი გველის და მატჩებს სრულად მობილიზებულნი უნდა შევხვდეთ, როგორც ეს ჩემი აქ მუშაობის პირველ პერიოდში ხორვატიასთან და გერმანიასთან დაპირისპირებებისას იყო. ფუნდამენტური გუნდში და ქვეყანაში ერთიანობის შექმნაა. მიზანი ნაბიჯ-ნაბიჯ სიარული და შემდეგ ეტაპზე გასვლაა, შემდეგ შეიძლება ყველაფერი მოხდეს. გვინდა, თურქეთმა ჩვენით იამაყოს".
საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების მატჩი 18 ივნისს დორტმუნდში ჩატარდება.