"ჯვაროსნების" მეტოქემ სახლში ჩრდ. მაკედონიას ორი პენალტით ძლივს მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, ჩეხეთმა, საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთი მაკედონია 2:1 დაამარცხა.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და მე-60 წუთზე შიკმა პენალტით დააწინაურა, თუმცა მალე ალიმიმ ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში ჩეხები ბევრს უტევდნენ, გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ და სრულიად შემთხვევით მოახერხეს გამარჯვების მოპოვება - ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ ხიტილი საჯარიმოში უნებურად ველკოვსკიმ წააქცია და თერთმეტმეტრიანი ბარაკმა ზუსტად შეასრულა. უნდა აღინიშნოს, ჰაშეკის გუნდს რაიმე განსაკუთრებული ფეხბურთი არ უჩვენებია.

საქართველოს ევროვნული გუნდი ჩეხეთს ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, 22 ივნისს, ჰამბურგში დაუპირისპირდება.

ჰრადეც-კრალოვე.
„მალშოვიცე არენა“

ჩეხეთი - ჩრდ. მაკედონია 2:1
გოლები: 1:0 შიკი (60, პენ), 1:1 ალიმი (65), 2:1 ბარაკი (90+8, პენ)

altჩეხებს ზედ ევროპის ჩემპიონატის წინ ფეხბურთელი გამოაკლდათ - ის გასულ შეხვედრაში თავის ნაკრებს კაპიტნობდა

მკითხველის კომენტარები / 4 /
ინგლისმა ისლანდიასთან რომ წააგო მერე ის ისლანდია ჰოლანდიასთან განადგურდა ანუ ჰოლანდია უფრო ძლიერია მაგ სამში? ძლივს მოგება ჩვენ არ გვიზრდის შანს არავინ შეაკვდება ოფიციალურისგან განსხვავებიტ ამიტო ფუჭი იმედებიტ ნუ ვიტენით თავს მოგებაც შეგვიძლია რადგან ბურთი მრგვალია და წაგებაც ამხანაგურებით დასკვნას ვერავიზე გააკეთებს დანია გაიხსენეტ საერტოდ არ იყო ტურნირზე როგორ შეკრიბეს დასასვენებლად წასული ხალხი და რა ქნეს საბოლოოდ ამიტო ის აზრი რო მაკედონიას 2 პენალტით ძლივს მოუგეს ჩვენ ცალი ფეხიტ მოვიგებტ ე მანდ წავაგებთ
სიმართლე
11 ივნისი 2024 20:42
0
ჩეხბმა სომხებსაც გაჭირვებით მოუგეს ამახანაგური. ფიზიკურად ძლიერი და ხისტი გუნდია. ჩვენი ბიჭები უფრო ტექნიკურები არიან. მაგათ კი უჭირთ ტექნიკურ გუნდებთან თამაში. მაგათ ჩვენთანაც გაუჭირდებათ, ჩეხებთან უნდა ვეცადოთ მოგება.
G.LA
10 ივნისი 2024 23:41
1
ასე ბევრი რაოდენობის ჩაწოდება ცხოვრებაში არ მინახია ძაან სწრაფად ცვლიან ფლანგებს და ძლიერად აწვდიან საჯარიმოში კიდე შორიდან ხშირად ურტყამენ. მოკლედ ძაან გლახა გუნდია სათამაშოდ. ფიზიკურად ძლიერები, მაღლები, ვერტიკალური გადაცემებით კომბინირებენ საჯარიმოში..
bd
10 ივნისი 2024 22:37
2
თუ კომბინირებენ და თან საჟარიმოში, არ ყოფილა მარტო ჩაწოდებების მძიმე გუნდი.დდდ
ეეე
10 ივნისი 2024 23:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული