საქართველოს ნაკრებთან შეხვედრამდე თურქეთმა პოლონეთთან არწასაგები მატჩი წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქე თურქეთი ამხანაგურ მატჩში სტუმრად პოლონეთთან 1:2 დამარცხდა.

მასპინძლები დებიუტში ლევანდოვსკის პასით სვიდერსკიმ დააწინაურა. შემდეგ ორივემ ტრავმა მიიღო და პირველივე ტაიმში შეცვალეს. შესვენების მერე სტუმრები გააქტიურდნენ და მეკარე შესნიმ რამდენჯერმე გადაარჩინა თავისი გუნდი. კონტრშეტევაზე ორი შანსი პოლონელებსაც მიეცათ, მაგრამ პირისპირ გასულ 19 წლის ურბანსკის მეკარე გიუნოკმა არ გაატანინა. შეცვლაზე შესულმა ილმაზმა კი 77-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ცოტა ხანში აკტიურკოღლუს ცოტა დააკლდა გატანამდე. სამაგიეროდ, ბოლოს ზალევსკიმ გაიტანა და პოლონელებს გამარჯვება მოუპოვა.

მონტელას გუნდმა მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო,
წაგებას არ იმსახურებდა და "ჯვაროსნებს" ევროპირველობის პირველ ტურში, 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთთან უმძიმესი დაპირისპირება ელის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეს დაცვაში პრობლემები აქვს.

ვარშავა. „ნაროდოვი“
პოლონეთი - თურქეთი 2:1
გოლები: 1:0 სვიდერსკი (12), 1:1 ილმაზი (77), 2:1 ზალევსკი (90)

მკითხველის კომენტარები / 18 /
რა ვიცი,რასაც აქ ვუყურე ამ 9-10 მომენტს დაცვა დირკაა,ყველა ბურთზე ვერ გაერკვნენ.
წინაც ვერ ხაზავენ.
ახლა მე გეკითხებით-ეს თურქეთი ზლატანას შვედეთზე ძლიერია?
არაფრის დიდებით-საბერძნეთს რო შეხვედროდა კვალიფიკაციაში ბერძნები გახევდნენ.
ჩვენთან 0-0 და პენლები..ჩვენ რო ვიღაცეები ვართ უკვე კი ნახეთ გუშინ და ბერძნები ვინც არიან კი ნახეთ ყაზახეთთან.
თურქეთი რა თქმა უნდა სერიოზული მეტოქეა,რომელსაც სერიოზული პრობლემები აქვს..დანარჩენი ბიჭებზეა
Levani
11 ივნისი 2024 03:42
1
არდა ყავთ ძალიან მოძრავი, მგონი მოდრიჩსაც ჯობია, ძალიან ტექნიკური და ჭკვიანია, ვერცხლისწყალივითაა. ეგ თუ ამოვკეტეთ, გაუჭირდებათ შეტევა. არცერთი სანტიმეტრი არ უნდა დავუთმოთ, სისწრაფეებზე მოგვიწევს თამაში, ლობჟანა და წიტა გვჭირდება. შენგელიას გაუჭირდება პირველ ტაიმში. მოკლედ დაცვა უნდა ეთამაშოს ახლოს. შეიძლება მოგება თუ მოვინდომებთ. არავითარი ბურთის გორაობა და უკან პასი მეკარეს!
გიო
11 ივნისი 2024 02:26
1
ჰო, მაგრამ კაკაბაძემ წინ პასი რომ არ იცის?
q
11 ივნისი 2024 10:46
1
ვახ შე გენაცვაკე სანიოლ...ქართული გისწავლია უკვე,მაგრამ ასე ღიად ნუ ილაპარაკებ გუნდის სტრატეგია ტაქტიკაზე
მე ქართველი ვარ
11 ივნისი 2024 08:51
0
გული კარგს მიგრძნობს. ვიცი ეს გრძნობა, როცა ასე ვარ უეჭველად რაღაც კარგი ხდება და ეს იქნება ჯგუფიდან გასვლა.
რაბუ
11 ივნისი 2024 01:00
2
თურქებს დაცვაში საკმაო პრობლემები აქვთ, კონტრშეტევებზე ძალიან უჭირთ, ამასთან თურქეთი ის გუნდი არ არის დაცვაში ჩაჯდომა გაპატიოს. ისევ წააგეს, თან ამბიციური გუნდია და ჩვენთან დიდი წნეხის ქვეშ მოუწევთ თამაში, ესეც ჩვენი შანსია! წარმატებები საქართველოს!
Irakli
11 ივნისი 2024 00:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული