00:56 05-06-2024
თურქეთის ნაკრებს მესამე ფეხბურთელი გამოაკლდა - იტალიასთან მატჩში კაბაკმა მძიმე ტრავმა მიიღო [VIDEO]
AutoSharing Option
42-ე წუთზე ტრავმა მიიღო თურქეთის ნაკრების მცველმა ოზან კაბაკმა (ჰოფენჰაიმი), მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და გამოკვლევის ჩასატარებლად კლინიკაში გადაიყვანეს. ადრე ცნობილი გახდა, რომ თურქეთს ევროპირველობაზე ტრავმირებულები - მცველი ჩაგლარ სიონჯუ (ფენერბაჰჩე) და თავდამსხმელი ენეს იუნალი (ბორნმუთი) ვერ დაეხმარებიან.
თურქეთი ევროპის ჩემპიონატამდე კიდევ ერთ სპარინგს გამართავს -10 ივნისს ვარშავაში პოლონეთს შეხვდება.
საქართველოს ევროვნული გუნდი თურქეთს ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, 18 ივნისს დორტმუნდში ეთამაშება.
ბოლონია. „რენატო დალ’არა“
იტალია - თურქეთი 0:0
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ჰოდა ვიღაც-ვიღაცებს გული წყდებოდათ საქართველოს ნაკრებს რატომ სამი ამხანაგური არ დაუგეგმესო. ხედავთ? ეშმაკს არ ძინავს.
3
5
კვარაცხელია არ ათამაშო ამხანაგურში დამიჯერეთ!!!
14
5
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული