პორტუგალიამ თურქეთი დაჯაბნა და უკვე პლეი-ოფშია - საქართველოსთან ლეაო ვერ ითამაშებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, პორტუგალიამ თურქეთი 3:0 დაამარცხა და პლეი-ოფში ვადამდე გავიდა - გარანტირებული პირველი ადგილით.

რონალდომ საგოლე გადაცემა გააკეთა - ეს მიმდინარე ტურნირზე მისი პირველი საგოლე მოქმედებაა.
ლეაომ სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს.

პორტუგალიას ექვსი ქულა აქვს, თურქეთს სამი, ჩეხეთსა და საქართველოს კი - თითო-თითო.

ბოლო ტური 26 ივნისს ჩატარდება: პორტუგალია საქართველოს, ხოლო თურქეთი ჩეხეთს დაუპირისპირდება.

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“
თურქეთი - პორტუგალია 0:3
გოლები: 0:1 ბერნარდო სილვა (21),
0:2 აკაიდინი (28, საკ. კარში), 0:3 ბრუნო ფერნანდეში (55)

altბრწყინვალე მამარდაშვილი - ისტორიულ გამარჯვებამდე ერთი ზუსტი დარტყმა დაგვაკლდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 21 /
გავდივართ კიარა შეიძლება მეორეზეც გავიდეთ მარა პორტუგალიის დამარცხება სასწაულია ე ესპანეთი რომ დავამარცხეთ ესპანეთში ისეთი
გიო
14:15 24-06-2024
0
მე კარგად ვერ ვერკვევი მაგრამ მართლა მაინტერესებს მართლაც რომ მოხდეს საფეხბურთო სასწაული სენსაცია და მოვუგეთ პორტუგალიას (ფეხბურთში ყველაფერი ხდება სლოვაკეთმა მოუგო ბელგიას და არაფერია გამორიცხული) ამ შემთხვევაში გავდივართ შემდეგ ეტაპზე? თუ თურქეთი ჩეხეთის შედეგზეც ვართ დამოკიდებული?
giorgi
01:36 23-06-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული