რონალდო: ევროპის ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია

AutoSharing Option
39 წლის კრიშტიანო რონალდოს მიაჩნია, რომ პორტუგალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მოგება შეუძლია.

"მტკიცედ მჯერა, ამ ევროპირველობით დაწყებული, ეს გუნდი პორტუგალიელ გულშემატკივრებს ბევრ სიხარულს მოუტანს. ვთვლი, რომ საუკეთესო ის თაობაა, რომელიც ტიტულებს იგებს. იმედია, ეს ნაკრები გაიმარჯვებს, ვინაიდან წარმოუდგენლად ნიჭიერი გუნდი გვყავს.

როგორც იცით, მარტო ტალანტი გამარჯვებისათვის საკმარისი არ არის. ასეთი ტურნირის მოსაგებად ბევრი რამაა საჭირო. მიზნის მიზანმიმართულად მისაღწევად ყველაფერი გვაქვს. 2016 წელს ჩვენი გამარჯვება პორტუგალიური და მსოფლიო ფეხბურთისთვის ისტორიული გახდა. ახლა მყარად ვდგავართ მიწაზე და ვფიქრობთ, რომ ევროპირველობის მოგება შეგვიძლია",
- ციტირებს რონალდოს უეფას პრესსამსახური.

პორტუგალია საქართველოს ნაკრებთან ერთ ჯგუფშია და მესამე ტურში, 26 ივნისს, გელზენკირხენში დაუპირისპირდება.

ტურში, 26 ივნისს გელზენკირხენში დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
რონალდოს დრიბლინგი
აუცილებლად უნდა ნახოთ
https://youtu.be/nRgW7O2rUW8?si=UDoOx7XjWs9nu21R
რეალობა
14 ივნისი 2024 11:16
0
პენალდუ სკამზე თუ იჯდება და გუნდს არ შეუშლის რეალურია. ისე თუ ძირითადში იქნება შანსი არის ნოლი.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
13 ივნისი 2024 18:01
6
Ჩემს აზრს ვიძახი, და გთხოვთ კორექტულად... Როგორც მესის დაუფასეს ამხელა ღვაწლი და ფეხბურთში გაწეული ამაგი(მიართვეს თასი) ისე შეიძლება რომ მიართვან კრიშტოსაც... Და რაღაც დოზით ლოგიკაშჲ ჯდება...
გ.შ.
12 ივნისი 2024 11:27
7
ჯერ ისლანდიასთან მოგება ისწავლოს და მერე გაიქაჩოს ევროპის და მსოფლიოს მოგებაზე.დდდ
ლშას
11 ივნისი 2024 20:43
7
პორტუგალიისა რა მოგახსენოთდა ინგლისი ნამდვილად ვერ მოიგებს, 100%-ით!
ლაშა
11 ივნისი 2024 20:00
3
ჩვენ აღარ გვეკითხები?? 1/2 ფინალში არ შემოგვეფეთოდ სადმე?
G.LA
11 ივნისი 2024 19:59
1
ჩვენ აღარ გვეკითხები? დდდ
G.LA
11 ივნისი 2024 19:56
1
26 ივნისს ერთმანეთს ხვდებიან აღმოსავლეთელი და დასავლეთელი იბერიელები!
ვნახოთ რა მოხდება!
ვაჟა მასწავლებელი
11 ივნისი 2024 19:45
5
აი მასტავავლებელი კაცი ხარ და "აღმოსავლეთელს" იძახი? კარგით რას
kari ra
12 ივნისი 2024 03:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული