რონალდოს დუბლი და რეკორდი - პორტუგალიამ ირლანდია გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, პორტუგალიამ, ამხანაგურ მატჩში, საკუთარ მოედანზე ირლანდია 3:0 დაამარცხა.

პორტუგალიამ პირწმინდად დაჯაბნა მოწინააღმდეგე და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.

39 წლის რონალდომ ნაკრებში ნოემბრის შემდეგ პირველად გაიტანა - დუბლი შეასრულა. კრიშტიანოს ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 130 გოლია, რაც რეკორდია. მან ყველა ტურნირზე 1226-ე შეხვედრა ჩაატარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

„ჯვაროსნები“ პორტუგალიას ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, 26 ივნისს, გელზენკირხენში დაუპირისპირდება.

ავეირუ. „მუნისიპალი“
პორტუგალია - ირლანდია 3:0
გოლები: 1:0 ფელიქსი (18), 2:0 რონალდო (50), 3:0 რონალდო (60)

altრონალდო: ევროპის ჩემპიონატის

მოგება შეგვიძლია
მკითხველის კომენტარები / 7 /
საქართველო-პორტუგალია 2:2
მორიელი
13:46 12-06-2024
0
ამის გამჩერებელი ვინაა ნაკრებიდან. რავიცი ღმერთმა ქნას არ შევრცხვეთ. ძალიან ძლიერია პორტუგალია
რაბუ
11:30 12-06-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული