რონალდოს დუბლი და რეკორდი - პორტუგალიამ ირლანდია გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, პორტუგალიამ, ამხანაგურ მატჩში, საკუთარ მოედანზე ირლანდია 3:0 დაამარცხა.

პორტუგალიამ პირწმინდად დაჯაბნა მოწინააღმდეგე და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.

39 წლის რონალდომ ნაკრებში ნოემბრის შემდეგ პირველად გაიტანა - დუბლი შეასრულა. კრიშტიანოს ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 130 გოლია, რაც რეკორდია. მან ყველა ტურნირზე 1226-ე შეხვედრა ჩაატარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

„ჯვაროსნები“ პორტუგალიას ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, 26 ივნისს, გელზენკირხენში დაუპირისპირდება.

ავეირუ. „მუნისიპალი“
პორტუგალია - ირლანდია 3:0
გოლები: 1:0 ფელიქსი (18), 2:0 რონალდო (50), 3:0 რონალდო (60)

altრონალდო: ევროპის ჩემპიონატის

მოგება შეგვიძლია
მკითხველის კომენტარები / 7 /
საქართველო-პორტუგალია 2:2
მორიელი
12 ივნისი 2024 13:46
0
ამის გამჩერებელი ვინაა ნაკრებიდან. რავიცი ღმერთმა ქნას არ შევრცხვეთ. ძალიან ძლიერია პორტუგალია
რაბუ
12 ივნისი 2024 11:30
3
ნუ იცით რა ყველაფრის გაფეტიშება აბა რა უნდა ექნა სხვა ვინმე სხვანაირად მოიქცეოდა?
456
12 ივნისი 2024 11:20
0
ნეტა ჩვენ შეხვედრაში დააყენებდნენ ამ აქლემს ძირითადში.ეს პენალტის მათხოვარი და ფეხბურთის ლაქა...
მე ქართველი ვარ
12 ივნისი 2024 11:17
9
კარგია რომ ბოლო ტურში ვეთამაშებით. რამენაირად მანამდე უნდა გამოვადნოთ 4 ქულა და მაინც ვფიქრობ თურქებს უნდა მოვუგოთ (ჩვენი თამაში უნდა მოვახვიოთ თავზე)... ჩეხეთთან კონტრ შეტევები და ფრე...
R.M.
12 ივნისი 2024 09:33
1
100%
Irakli
12 ივნისი 2024 11:08
0
მთავარია პორტუგალიას ჩვენთან ფრე ან მოგება არ დასჭირდეს,თორემ რაც ესპანეთმა დაგვმართა უარესს გვიზამს და შევრცხვებით,მითუმეტეს რონალდოს ყველა გოლი ახალი რეკორდია....
Lobotka
12 ივნისი 2024 09:27
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული