მათეუსი: ევროპის ჩემპიონატს გერმანიის ნაკრები მოიგებს

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა Sport Bild-თან ინტერვიუში ევრო 2024-ის შესახებ ისაუბრა.

მათეუსის თქმით, ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდება.

"როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, ყოველთვის მქონდა განცდა, რომ ევროპის ჩემპიონატს მოვიგებდით. ეს დღესაც ასეა. მჯერა, რომ ევროპირველობა ჩვენი გამარჯვებით დასრულდება.

ზედმეტად კარგი ფეხბურთელები გვყავს იმისთვის, რომ ვინმესი გვეშინოდეს. დარწმუნებული ვარ, რომ იულიან ნაგელსმანი ყველაფერს სწორად გააკეთებს.

გერმანია ჯგუფურ ეტაპზე პირველ ადგილს დაიკავებს, მერვედფინალში სერბეთს დავამარცხებთ, მეოთხედფინალში - ესპანეთს, ნახევარფინალში პორტუგალიას ვაჯობებთ, ფინალში კი საფრანგეთს მოვუგებთ", - განაცხადა მათეუსმა.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატი დღეს,
14 ივნისს, გერმანიისა და შოტლანდიის ნაკრებების დაპირისპირებით გაიხსნება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

altმათეუსი: კეინი "ბაიერნისთვის" ძალიან ასაკოვანი და ძვირია, ოსიმენი მიესადაგება

altმათეუსის აზრით, "ნაპოლი" მეოთხედფინალში "ბაიერნისთვის" ყველაზე რთული მეტოქე იქნება

altმათეუსი თვლის, რომ "ბაიერნში" რონალდოს ადგილი არაა

მკითხველის კომენტარები / 5 /
Საქართველოს არსად გედეეეყაროთ მითქვიააა, მერე ნახეთ ჯავრებიყრა)))
გ.შ.
11:20 15-06-2024
1
ისე რა მაგარი იყო ეს შობელძაგლი.ბაინრში ან ნაკრებში.მხეცი იყო!!!ლოთარ მატეუს!!!
მაგარი
01:53 15-06-2024
1

სიახლეები პოპულარული