კოშმარული ლუნინი - რუმინეთმა უკრაინა გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, E ჯგუფში რუმინეთმა უკრაინა 3:0 დაამარცხა.

უკრაინა ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, მომენტებს ვერ ქმნიდა, რუმინელებმა კი შანსები გამოიყენეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ პირველი ორი გოლისას „რეალის“ მეკარეს, ანდრეი ლუნინს, რბილად რომ ვთქვათ, უკეთ თამაში მართებდა.

21 ივნისს უკრაინა სლოვაკეთს, ხოლო 22 ივნისს რუმინეთი ბელგიას დაუპირისპირდება.

მიუნხენი. „ალიანც არენა“
რუმინეთი - უკრაინა 3:0
გოლები: 1:0 სტანჩუ (29), 2:0 მარინი (53), 3:0 დრეგუში (57)

მკითხველის კომენტარები / 28 /
რა უნდა ექნათ,ძნელია ფეხბურთელებისთვის,ჯერ ავტომატი აკაკანო და მერე სათამაშოდ გახვიდე,ამიტომ წააგეს. თორე მაგარი ნაკრებია,100მილიონიანი მუტრუკი ყავთ,ჩელსიმ და არსენალმა დაჭამეს ერთმანეთი მაგისთვის,მსოფლიო შეშლილი. ხვალ ნახავთ ნამდვილ ვარსკვლავს მოედანზე,ნახავთ რა დამართოს ბაღდახჩის და აქთუროღლუს.
იასონას უდარი
17 ივნისი 2024 19:12
10
ბელგიაც მოუგებს უკრებს და ეგაა.
"წარმატებები" (უ)კრაინას!
ლაშა
17 ივნისი 2024 19:04
16
ეს ლუნინი რა შლანგი ყოფილა, ამას აქვს რეალის #1 პრეტენზია? ან ეს ვარსკვლავთ ბიჭუნები სად გააქრო ბოშათა ბანაკმა? ისე ყოჩაღ რუმინეთს და სლოვაკეთს, ბელგიაც ძალიან უფანტაზიო გუნდია, დე ბრუინი ტყუილად იკლებს შვებულების დღეებს
ზაკო
17 ივნისი 2024 22:17
4
ზოგიერთი, რომ ამტკიცებთ გუნდს რა მნიშვნელობა აქ ვარსკვლავმა ყველგან უნდა ივარსკვლავოსო, ერთია ლუნინი რეალში და უკრაინის ნაკრებში? ასე რომ ნუ სთხოვთ ხიჩას იგივე გამოუვიდეს ნაპოლში, რაც ვინისიუსს გამოდის რეალში.
რრრ
17 ივნისი 2024 19:17
12
ლვოვსა და კიევში სტალინის ძეგლი დადგეს, რომელიც შარდავს (https://www.ambebi.ge/article/53054-lvovsa-da-kievshi-stalinis-zegli-dadges-romelic-shardavs/).
ლაშა
17 ივნისი 2024 20:20
8
მეკარე და დაცვის ხაზი წუხანდელი ნაქეიფარი იყვნენ?
ჩელენჯერი
17 ივნისი 2024 23:24
3
ლუნინი რა შუაშია დაცვა და თავდასხმა საშინლად თამაშობდა. ამ ჯგუფში ბოლო წამებამდე არ გაირკვევა გამსვლელი
შაკო
17 ივნისი 2024 22:10
8
ლუნინი იმ შუაშია რომ 2გოლი სუფთად მის სინდისზეა და 2:0-ზე გუნდი სულ აიჭრა, პირველი გოლი ხომ საერთო მოიგონა საკუთარ კარში, ჯერ მეტოქეს ჩააბარა და მერე პოზიცია დაკარგა! უყურე განმეორებით ფრაგმენტებს და მერე დააკომენტარე.
ზაკო
17 ივნისი 2024 22:34
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული