ჩეხეთი 2:1 დაამარცხა; პორტუგალიამ ჩეხეთს მძიმე მატჩში ძლივს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, პორტუგალიამ ჩეხეთი 2:1 დაამარცხა.

ჩეხებმა პირველ ტაიმში მეტოქის შეტევები მოიგერიეს, 62-ე წუთზე კი პროვოდმა დააწინაურა. თუმცა მალე პორტუგალიელებმა გრანაჩის ავტოგოლით ანგარიში გაათანაბრეს. 87-ე წუთზე რონალდოს თავით დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე ყველას ჟოტამ დაასწრო, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა, ხოლო შეცვლაზე შესულმა კონსეისაომ კომპენსირებულ დროში გამარჯვების გოლი გაიტანა.

ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - ჩეხეთი საქართველოს, პორტუგალია კი თურქეთს დაუპირისპირდება.

. რონალდომ ორი რეკორდი დაამყარა - მე-6 ევროპირველობაზე ითამაშა და
ტურნირზე 26-ე მატჩი ჩაატარა.
. როდესაც რონალდომ ევროზე პირველად იასპარეზა, დღევანდელ მატში გამარჯვების გოლის ავტორი კონსეისაო მაშინ 1 წლის იყო.
. 41 წლის პეპე ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა.

ლაიფციგი. „ლაიფციგ სტადიუმი“
პორტუგალია - ჩეხეთი 2:1
გოლები: 0:1 პროვოდი (62), 1:1 გრანაჩი (69, საკ. კარში), 2:1 კონსეისაო (90+2)

altევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
აი რატომ არ უნდა ჩასულიყო მამარდა ბოლო წუთებზე მეტოქის საჯარიმოში,,ჩეხეთმა 2-1 წააგო ჩვენ 3-1 ეს ერთით მეტი გოლით წაგება ვინ იცის სად შეგვიშლის ხელს,,კიდევ ერთი კვარა 3-5-2 წყობაში კარგავს თავის ბევრ პლიუსს და იქნებ ჯობდა 3-4-3 გვეცადა და კვარა თავის მარცხენა ფლანგზე დაგვებრუნებინა,,კაკაბაც ვერ ქაჩავს აშკარათ ამ დონეს და ლობჟანიძე დააყენონ მარჯვენა ვინგერად ან ზურიკო და მარცხნივ კვარა და ცენტრში ჟორჟიკა ეს წყობა ცადონ დარწმუნებული ვარ უკეთ ვითამაშებთ ამ წყობით ვინაიდან ჩვენი გუნდის პლიუსი და ყველაზე კარგი ფეხბურთელებიც შეტევაში გვყავს,,კიტეც ძაან დაგვაკლდა და ყველაზე მეტად იღბალი დაგვაკლდა ვინაიდან ამდენი მომენტი შექმნა და წააგო ეგ იღბლის (უიღბლობის)) ბრალია
gel-100
09:51 19-06-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული