ბოლო წამზე - იოვიჩმა სერბეთი სლოვენიასთან მარცხისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, C ჯგუფში, სლოვენიისა და სერბეთის მატჩი 1:1 დასრულდა.

შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოვიდა, განსაკუთრებით, მეორე ტაიმი. სლოვენიელები კარნიჩნიკმა დააწინაურა, რის შემდეგაც სერბები ბევრს უტევდნენ და ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ იოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა.

სლოვენია 2 ქულით მეორე ადგილზეა, სერბეთი კი 1 ქულით - მეოთხეზე.

25 ივნისს, ჯგუფის ბოლო ტურში, სლოვენია ინგლისს, ხოლო სერბეთი დანიას დაუპირისპირდება.

მიუნხენი. „ალიანც არენა“. 63 028 მაყურებელი
სლოვენია - სერბეთი 1:1
გოლები: 1:0 კარნიჩნიკი (69), 1:1 იოვიჩი (90+5)

alt"დასაჯეთ ეს ორი ნაკრები!" - სერბებმა

UEFA-ს მიმართეს და ევრო 2024-დან მოხსნა არ გამორიცხეს
მკითხველის კომენტარები / 6 /
მეკარის საჯარიმოში ჩასვლამ,სერბებს ქულა მოუტანა!ჩვენც ძალიან სახიფათო მომენტი შევქმენით,თუმცა სერბებზე ნაკლებად გაგვიმართლა.
სოსო
20:26 20-06-2024
0
ჩვენი მოსაგები უნდა მოვიგოთ და მგონი კარგი შანსი გვექნება.
G.LA
20:03 20-06-2024
1

სიახლეები პოპულარული