შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოვიდა, განსაკუთრებით, მეორე ტაიმი. სლოვენიელები კარნიჩნიკმა დააწინაურა, რის შემდეგაც სერბები ბევრს უტევდნენ და ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ იოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა.
სლოვენია 2 ქულით მეორე ადგილზეა, სერბეთი კი 1 ქულით - მეოთხეზე.
25 ივნისს, ჯგუფის ბოლო ტურში, სლოვენია ინგლისს, ხოლო სერბეთი დანიას დაუპირისპირდება.
მიუნხენი. „ალიანც არენა“. 63 028 მაყურებელი
სლოვენია - სერბეთი 1:1
გოლები: 1:0 კარნიჩნიკი (69), 1:1 იოვიჩი (90+5)
"დასაჯეთ ეს ორი ნაკრები!" - სერბებმა UEFA-ს მიმართეს და ევრო 2024-დან მოხსნა არ გამორიცხეს