"შევ***ი მაკედონიელებსა და სერბებს" - რუსეთში მოთამაშე ალბანელმა ფეხბურთელმა ფანებს ამ შეძახილისკენ მოუწოდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 შეხვედრაში ალბანეთის ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდა და დრამატულ მატჩში ფრედ, 2:2 ითამაშა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ 26 წლის ალბანელი ფორვარდი მირლინდ დაკუ, რომელიც ამჟამად ყაზანის "რუბინში" ირიცხება, თავისი ქვეყნის ფანებთან მივიდა და მეგაფონის დახმარებით შემდეგი სკანდირება დაიწყო:

"შევე****ი მაკედონიელებსა და სერბებს", - თქვა დაკუმ, რასაც გულშემატკივრებიც აჰყვნენ.

ამ საქციელს უკვე გამოეხმაურა მაკედონიის საფეხბურთო ასოციაცია, რომელმაც ნაცისტური შეძახილების გამო დაკუს დასჯა მოითხოვა.

დაკუს უასპარეზია სამშობლოში, ასევე, კოსოვოს, ხორვატიისა და სლოვენიის ჩემპიონატებში. გასული სეზონის დასაწყისში კი "რუბინში" ჩაირიცხა, სადაც
28 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო.

იტალიასთან მატჩში ის სათადარიგო გახლდათ, ხორვატიასთან კი ბოლო 8 წუთი ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ალბანეთი,მონტენეგრო,ხორვატია,*კოსოვო,მოკლედ ყველა ის განაშალი არის სერბეთი.კოსოვო საერთოდ ნაღიარებიც კი არ გვაქვს,თუმცა მავანთა გადაწყვეტილებით საფეხბურთო მატჩი ვითამაშეთ,რაც იყო დიდი სირცხვილი და თავის მოჭრა. უეფამ გადაწყვიტაო,ასე თუ გჯეროდათ უეფასი ან ზოგადად ევროპელების,მაშინ კანონი გაგეწვიათ უნდა,მარა მავნებლობის პიკი იყო. სერბებზე ამბობენ რო რუსეთის ყურმოჭრილი მონები არიანო,მარა აფხაზეთი და სამაჩაბლო არ უღიარებია,არც აღიარებს,რადგან ქართველ ხალხს პატივს სცემენ. იციან რო კოლონია ვართ და რასაც გვიბრძანებენ,ვასრულებთ ჩვეულებრივად. გულზე ხელი დაიდეთ და ისე მითხარით,რამდენ თქვენგანს გაუსწორდებოდა,თუ სერბეთი ჩვენს სეპარატისტებთან გამართავდა მატჩს? გაიხეოდით შუაზე,თუმცა იგივე გავუკეთეთ სერბებს. კოსოვოს აღიარებამ გამოიწვია ის რო რუსეთმა საპირწონედ აღიარა აფხაზეთი და სამაჩაბლო,ეს ჩვენმა დაუძინებელმა "მეგობრებმა" გააკეთეს. მავანნი ამბობენ რო ამერიკა და დასავლეთი არის არაღიარების პოლიტიკის გარანტიო,ხოდა თქვე ცალფაზიანებო,არ ეღიარებინათ კოსოვო და არც რუსეთი აღიარებდა ამათ,მერე არც რაიმეს დაცვა გახდებოდა საჭირო.
იასონას უდარი
06:07 22-06-2024
2
დამპალმა ამერიკამ, როგორ დაშალა ერთ დროს აყვავებული იუგოსლავია?
გიგა
16:49 21-06-2024
38
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული