ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, პორტუგალიამ თურქეთი 3:0 დაამარცხა და პლეი-ოფში ვადამდე გავიდა - გარანტირებული პირველი ადგილით.
რონალდომ საგოლე გადაცემა გააკეთა - ეს მიმდინარე ტურნირზე მისი პირველი საგოლე მოქმედებაა.
ლეაომ სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს.პორტუგალიას ექვსი ქულა აქვს, თურქეთს სამი, ჩეხეთსა და საქართველოს კი - თითო-თითო.
ბოლო ტური 26 ივნისს ჩატარდება: პორტუგალია საქართველოს, ხოლო თურქეთი ჩეხეთს დაუპირისპირდება.
დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“
თურქეთი - პორტუგალია 0:3
გოლები: 0:1 ბერნარდო სილვა (21), 0:2 აკაიდინი (28, საკ. კარში), 0:3 ბრუნო ფერნანდეში (55)
ბრწყინვალე მამარდაშვილი - ისტორიულ გამარჯვებამდე ერთი ზუსტი დარტყმა დაგვაკლდა [VIDEO]