ორივე მატჩი ფრედ დასრულდა: სლოვაკეთი-რუმინეთი 1:1 და უკრაინა-ბელგია 0:0.
შედეგად, ყველა გუნდმა 4-4 ქულა დააგროვა, დამატებითი მაჩვენებლებით კი ადგილები ასე გადანაწილდა: პირველი პოზიცია რუმინეთმა დაიკავა, მეორე - ბელგიამ, მესამე - სლოვაკეთმა, ხოლო მეოთხე - უკრაინამ.
პირველი სამი გუნდი პლეი-ოფში გავიდა, უკრაინა კი ჯგუფში ჩარჩა. ტურნირის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ 4 ქულით ნაკრები პლეი-ოფში ვერ გავიდა.
სლოვაკეთი - რუმინეთი 1:1
გოლები: 1:0 დუდა (24), 1:1 მარინი (37, პენ)
შტუტგარტი. „შტუტგარტ არენა“
უკრაინა - ბელგია 0:0
ბელგია მერვედფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება.