შვეიცარიამ იტალია დაჯაბნა და მეოთხედფინალში გავიდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში შვეიცარიამ იტალიას 2:0 მოუგო და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

შვეიცარია აშკარად სჯაბინდა მეტოქეს და 2:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც იტალიამ შეუტია, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია, დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

შვეიცარია 1/4-ფინალში ინგლისსა და სლოვაკეთს შორის გამარჯვებულს 6 ივლისს შეხვდება.

ბერლინი. „ოლიმპიაშტადიონი“
შვეიცარია - იტალია 2:0
გოლები: 1:0 ფროილერი (37), 2:0 ვარგასი (46)

. ფროილერის პირველ გოლამდე შვეიცარიელებმა 31 გადაცემა გაკეთეს, რაც ევრო 2024-ის რეკორდია.
. "სკუადღა აძურა" 2004 წლის შემდეგ პირველად ვერ გავიდა მეოთხედფინალში.
. იტალიამ 4 მატჩში იმაზე მეტი გოლი
(5) გაუშვა, ვიდრე მთელ წინა ევროპირველობაზე, როდესაც ჩემპიონი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
იტალია არ ვარგოდა!
გიგა
22:09 29-06-2024
0
ეს მარცხი პირადად სპალეტის კისერზეა. ჯერ რა შემადგენლობა წაიყვანა და გუნდს რა ტაქტიკას ათამაშებდა ყველა ფეხბურთელი დაბნეულ/არეულები იყვნენ ამ სქემაში, იმიტო რო ამ იტალიას არააქვს რესურსი (კადრები) 4-3-3 სათამაშოდ ამიტომ სპალეტიმ სანაკრებო დონეზე საკმაოდ სუსტად წარმოაჩინა თავი მეტიც გაბანძდა და დიდი ალბათობით დაითხოვენ კიდეც. ლოკატელი არ წაიყვანა და გუნდი დატოვა ნომინალური მუშა/ამრთმევი საყრდენის გარეშე და წაიყვანა მისი პირდაპირი რეზერვი ფაჯოლი რომელმაც დღეს კარგად დაინახეთ როგორც გაამართლა, 3-5-2-ა იდეალური ამ შედარებით უვარსკვლავო თანამედროვე იტალიისთვის (თან სერია აში ლამის ოცივე გუნდი ამ სქემით თამაშობს) რომელიც ასეთი "პრახადნოი დვერით" არ იქნება როგორც მოედნის ცენტრში ასევე დაცვის ცენტრალურ ზონაში, ეს რა იყო დღეს, ვის ახსოვს ასეთი უჟილკო უბრძოლველი სკუადრა აძურა, თან იტალია იმით გამოირჩეოდა ყოველთვის რომ ის მეტოქეს სივრცეებს პრაქტიკულად არცერთ ზონაში არ აძლევდა და ყოველთვის ძნელი იყო მათი საჯარიმოს მისადგომებთან თუ საყრდენ ზონაში ნაპრალების პოვნაც კი ნაკრები სულ სხვა სპეციფიკაა და სპალეტის ამ ახირებულმა 4-3-3-მა კი ცენტრში არ/ვერ არსებული ტოპ ფეხბურთელების პირობებში კი შესაბამისი სივრცეების ბეღელი მისცა მეტოქეებს და კიც მიარღვიეს მარტივ მამრავლებად დღეს თან ვინ საშუალოზე ოდნავ მაღალი დონის კი გამართულმა და ორგანიზებულმა მაგრამ მაინც შვეიცარიამ. დიახ დღევანდელ იტალიას არ ყავს ტოპ სტარები მაგრამ ვერავინ დამაჯერებს იმასაც რომ შვეიცარიას ყავს თუნდაც ეხლანდელ იტალიზე თუნდაც ოდნავ ძლიერი შემადგენლობა მაგრამ მათ ყავთ კარგი მწვრთნელი გამართული ტაქტიკით რაც საპირისპიროდ იყო სპალეტის მომართული სკუადრა აძურა რომელსაც იდეები პრაქტიკულად ვერცერთ კომპონენტში ვერ იგრძნობოდა.
Charley
23:08 29-06-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული