რონალდოს გამოუყენებელი პენალტი და დოუგუ კოშტას გმირობა - პორტუგალიამ სლოვენიას თერთმეტმეტრიანების სერიაში სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში პორტუგალიამ სლოვენია პენალტების სერიაში დაამარცხა.

პორტუგალიელები ინიციატივას ფლობდნენ, პირველ ტაიმში ხუთჯერ დაარტყეს კარისკენ ბურთი (სამჯერ რონალდომ), მაგრამ სლოვენიელები თავს უნარიანად იცავდნენ და კონტრშეტევებით პასუხობდნენ. შესვენების შემდეგ რობერტო მარტინესის გუნდმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა, თუმცა გოლი ვერ გაიტანეს და ძირითადი დრო 0:0 დასრულდა.

პირველ ექსტრა ტაიმში პორტუგალიელი დიოგუ ჟოტა მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, ვანია დრკუშიჩთან შეჯახების შედეგად წაიქცა, მსაჯმა დანიელე ორსატომ მიიჩნია, რომ წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი, კრიშტიანოს დარტყმული პენალტი კი იან ობლაკმა მოიგერია. მეორე ექსტრა ტაიმში სლოვენიელი ბენიამინ შეშკო
პეპეს შეცდომის შემდეგ დოუგუ კოშტასთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მეკარემ არ გაატანინა. საბოლოოდ 0:0, ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში პორტუგალიელთა კარის დარაჯმა სამი პენალტი მოიგერია და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

პორტუგალია 1/4-ფინალში ბოლო 8 ევროპირველობიდან 7-ში გავიდა.

5 ივლისს, მეოთხედფინალში, პორტუგალია საფრანგეთს შეხვდება.

ფრანკფურტი. „ფრანკფურტ არენა“. 46 576 მაყურებელი
პორტუგალია - სლოვენია 0:0 (პენ 3:0)
გამოუყენებელი პენალტი: რონალდო (103)

altზღაპარში ვართ, ზღაპარში - საქართველოს ნაკრებმა რონალდოს პორტუგალია დაამარცხა და პლეი-ოფში ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
აი ნათელი განსხვავება ევროპულ საშუალო დონესა და ჩვენს შორის, კიდევ ერთხელ ნახეთ. სლოვენიას ინგლისი შემთხვევით გადაურჩა, სლოვაკეთს - პორტუგალია, ჩვენ კი 34-ჯერ (!!!) დაგვირტყეს კარში ესპანელებმა.
ვავა
21:28 02-07-2024
0
2-3 წელს კიდევ ითამაშებს ზოგიერთების გულის გასახეთქად.
დავით 67
14:29 02-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული