თურქეთმა მცველის დუბლით ავსტრიას მოუგო და 1/4-ფინალში ნიდერლანდებს შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში თურქეთმა, რომელსაც გუნდის ლიდერი ჩალჰანოღლუ ვერ დაეხმარა, ავსტრია 2:1 დაამარცხა.

თურქები პირველივე წუთზე ცენტრალურმა მცველმა დემირალმა დააწინაურა. ამას ავსტრიელთა უშედეგო შტურმი მოჰყვა, რის შემდეგაც თამაში გათანაბრდა და დაძაბული პირველი ტაიმი მონტელას გუნდმა 1:0 მოიგო. 56-ე წუთზე დემირალმა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავით პენტცის კარში მიუჩინა ადგილი და დუბლი შეასრულა. თუმცა, შეცვლაზე შესულმა გრეგორიჩმა ანგარიში შეამცირა და ეს გოლიც კუთხურის შედეგად გავიდა. აქედან მოყოლებული, ავსტრიელებმა ზეწოლა გააძლიერეს, მაგრამ ვერ გაიტანეს და ტურნირს დაემშვიდობნენ.

6 ივლისს, მეოთხედფინალში, თურქეთი ნიდერლანდებს შეხვდება.

ლაიფციგი. „ლაიფციგ სტადიუმი“. 38 305
მაყურებელი
ავსტრია - თურქეთი 1:2
გოლები: 0:1 დემირალი (1), 0:2 დემირალი (59), 1:2 გრეგორიჩი (66)

altთურქეთმა კაცნაკლულ ჩეხეთს მოუგო და მერვედფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
არველაძეებს რა ვუთხარი, მაგათ ფეხბურთის თამაში რომ ასწავლეს.

კარგით, რა! თურქული ფეხბურთი არ გაიშვას!
მანფრედ კალცი
15:48 03-07-2024
7
ტურნირის სეივი ჰქონდა ბოლოს მეკარეს რაა საღოლ
გოგა
12:34 03-07-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული