დებიუტში მუხლის ტრავმა მიიღო სტუმართა ნახევარმცველმა პედრიმ, რომელიც ოლმომ შეცვალა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მომენტები ბევრი არ იქმნებოდა, თუმცა ესპანელები უფრო სახიფათოდ უტევდნენ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ ოლმომ იამალის გადაცემულ ბურთს ნოიერის კარში მიუჩინა ადგილი. ამას მასპინძელთა იერიშები მოჰყვა, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს, 89-ე წუთზე კი ვირტცმა ანგარიში გაათანაბრა და დამატებითი დრო დაინიშნა.
106-ე წუთზე მუსიალას დარტყმული ბურთი საჯარიმოში ხელზე კუკურელიას მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, ხოლო შეცვლაზე შესულმა მერინომ ოლმოს პასით ნოიერს გაუტანა და ესპანეთი ნახევარფინალში გავიდა.
9 ივლისს, დელა ფუენტეს გუნდი ნახევარფინალში პორტუგალიასა და საფრანგეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
შტუტგარტი. „შტუტგარტ არენა“. 54 000 მაყურებელი
ესპანეთი - გერმანია 2:1 (ძირ. დრო)
გოლები: 1:0 ოლმო (51), 1:1 ვირტცი (89)
გაძევება: კარვახალი (125, ესპანეთი)
. დისკვალიფიკაციის გამო ლე ნორმანი, კარვახალი და მორატა ნახევარფინალში ვერ ითამაშებენ.
. ბუნდესგუნდის მეკარე ნოიერმა ევროპირველობებზე 39-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ რონალდოს ჩამორჩება (51).
. 16 წლის იამალმა ევრო 2024-ზე მესამე საგოლე გადაცემა გააკეთა და ნიდერლანდელ სიმონსთან ერთად საუკეთესო ასისტენტია.