"საფრანგეთის ნაკრები გამორჩეული ამიტომაცაა" - სალიბა პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთის ნაკრებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში პორტუგალია დაამარცხა.

მატჩის შემდეგ "მამლების" ცენტრალურმა მცველმა ვილიამ სალიბამ ჟურნალისტებთან შეხვედრა შეაფასა.

"ურთულესი მატჩი გამოვიდა, მეტოქე ძალიან ძლიერი აღმოჩნდა. კონცენტრაცია არ დავკარგეთ და დაცვაში კარგად ვმოქმედებდით. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა პენალტებში ჩვენ გავიმარჯვეთ.

არასოდეს ვნებდებით, განსაკუთრებით რთულ სიტუაციებში. ყოველთვის ერთად ვართ და საფრანგეთის ნაკრები გამორჩეული სწორედ ამიტომაცაა, იმავე შემართებით გავაგრძელებთ, შემდეგი მატჩი მალე იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფინალში გავიდეთ", - განაცხადა სალიბამ.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთი ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 9 ივლისს,
თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა გამორჩეული თამაშიდან გოლი არ გაქვთ გატანილი 2 ავტოგოლი ერთი პენალტი საერთოდაც საშინელი ევროა ამ ხრივ რონალდუმ უგოლოდ დაამთავრა კეინს ერთი აქ მბაპესაც ისიც პენალტი საკლუბო სეზონის ბრალია მგონი
ნოდო
17:19 06-07-2024
1
მოგებას იმსახურებდა პორტუგალია უკვე ძირითად დროში! თან ფაქტიურად 10 კაცით თამაშობდა! რაც ვნახე მერვედფინალებშ საფრანგეთი ყველაზე უარესი გუნდია.
aburjga
14:56 06-07-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული