"ფურია როხას" ნახევარმცველი როდრი ერნანდესი მატჩამდე UEFA-ს ოფიციალურ საიტს ესაუბრა.
"საფრანგეთი მსოფლიოს საუკეთესო ორ გუნდს შორისაა. მათ თავიანთი კლასი ბოლო რამდენიმე წელიწადში არაერთხელ დაამტკიცეს. ბურთით კარგად მოქმედებენ, კონტრშეტევებზე კი ძალიან სახიფათოები არიან.
მიუხედავად ამისა, არაფრის და არავის გვეშინია. ჩვენ აქ ევროპის ჩემპიონატის მოსაგებად ვართ", - განაცხადა როდრიმ.