ესპანეთი-საფრანგეთი. 16 წლის იამალმა გაიტანა - ფეხბურთმა გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთმა საფრანგეთი 2:1 დაამარცხა.

დებიუტში ფრანგები ნიღბის გარეშე მოთამაშე მბაპეს პასით კოლო მუანიმ დააწინაურა, თუმცა 16 წლის იამალმა შორიდან გატანილი დიდებული გოლით ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ ოლმომ ტჩუამენი ჩამოიცილა, დაარტყა და ბურთი საკუთარ კარში კუნდემ ჩაჭრა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში გუნდებმა კარში სამჯერ დაარტყეს და სამივე შემთხვევაში მიზანს უწიეს.

მეორე ტაიმში „ფურია როხა“ პრაგმატულად მოქმედებდა, თავს იცავდა, კონტრშეტევებით პასუხობდა და გაიმარჯვა კიდეც. თუმცა, უნ
და აღინიშნოს, დეშამის გუნდმა ევრო 2024-ზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

ესპანეთმა მიმდინარე ტურნირზე ექვსივე დაპირისპირება მოიგო და 2012 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეხუთედ გავიდა ფინალში.

მეორე 1/2-ფინალური შეხვედრა ნიდერლანდებსა და ინგლისს შორის დღეს დორტმუნდში გაიმართება.

მიუნხენი. „ალიანც არენა“. 62 042 მაყურებელი
ესპანეთი - საფრანგეთი 2:1
გოლები: 0:1 კოლო მუანი (8), 1:1 იამალი (21), 2:1 ოლმო (25)

. იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც დიდ ტურნირებზე დალაშქრა მეტოქეთა კარი. მან პელეს რეკორდი დაამხო.
. ოლმო პირველი ესპანელი ფეხბურთელია, რომელმაც დიდ ტურნირებზე ზედიზედ სამ მატჩში გაიტანა.
. ესპანეთმა 13 გოლი გაიტანა და ევროპირველობებზე თავისი რეკორდი გაიმეორა - უფრო მეტი დიდ ტურნირზე მხოლოდ საფრანგეთმა 1984 წელს გაიტანა (14).
. მბაპემ ბოლო ორ ევროზე ერთადერთი გოლი გაიტანა და ისიც პენალტით.

altესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 77 /
რა ყველაზე ცოფიანი გუნდი შეგვხვდა..
და მაინც კიტეიშვილის ტრავმა რომ არა ვინ იცის როგორ განვითარდებოდა მოვლენები.
Levani
10 ივლისი 2024 02:13
3
აფრიკა დამარცხდა ევროპის ჩემიპიონატზე :))
kkk
10 ივლისი 2024 01:20
2
და ესპანელ აფრიკელებს რატომ ვერ ხედავ? იამალი და ის კიკინიანი ძირძველი ლამანჩელები არიან? :)
saso
10 ივლისი 2024 09:39
0
საფრაგენთს ნაკრებში მიმდინარეობს ფრანგების გენიციდი, გაეროში განცხადება შევირანოთ
g
10 ივლისი 2024 06:36
1
დაახლოებით ერთი კვირის წინ, როდესაც ამ ბავშვმა ერთ-ერთ კლუბზე განცხადება გააკეთა, იმ კლუბის ფანებმა სულელი და ათასი შეურაცმყოფელი ეპითეტები მიუძღვნეს, საინტერესოა დღესაც დაუწუნეს დარტყმის შესრულება ან ტექნიკის დემონსტრირება? ტიპმა გააქრო საყრდენი ზონის 100მლ ვარსკვლავი და არც კი შეიმჩნია. ყოჩაღ ამ ბავშვს ყოველ ტურში ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს და თავის თამაშით აოცებს საფეხბურთო სამყაროს.
ზაკო
10 ივლისი 2024 01:49
3
Zola, მეგობარო ამ დისლაიქებზე ნერვები არ უნდა აიშალო, აქ ზოგ-ზოგიერთი იმისთვის შემოდის და აკომენტარებს ან ადისლაიქებს, რომ ხალხს ვისაც ფეხბურთი გულით უყვარს, მოწამლოს და მოშხამოს, აბა რა სახელი უნდა დაარქვა იმას, რასაც ჩვენი ნაკრების ბიჭებზე აკომენტარებან, მაგ. ჟორჟის ბომბარდირობა უტყდებათ. ან ფეხბურთი თუ გიყვარს ადამიანმა, როგორ უნდა შეურაცყო 16 წლის ბავშვი, რომელიც 1წელი არ არის რაც გამოჩნდა, სულ რომ არ ეთამაშა ამ ევროზე ტიპი ბარსაში თამაშობს, მაგის ასაკში კი არა ვარსკვლავები კარიერას ამთავრებენ და ბარსაში მოხვედრაზე ოცნებობენ. ამან კიდევ მარტო გუშინ მოინადირა ხალხის გული, ჯერ ძალიან ადრეა შედარება, მაგრამ კილიანზე ნაკლები სანახაობა არ შემოუთავაზებია და რატომ უნდამოიხსენიო მდაბიოდ, მაგრამ მდაბიო და სულელები თვითონ არიან, ასეთებმა არც ფანობა იციან, არც მეტოქის პატივისცემა და არც ფეხბურთის სიყვარული ამოძრავებთ, ამ ევროზე ყოველივე გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე ნათელი წერტილი ჩვენი ნაკრები და ეს 16 წლის ბავშვი არიან., თორემ არც კილიანს, არც ჯუდის და არც ერთ მეგავარსკვლავს კაპიკის ფასი არ უთამაშიათ, კროოსმა ხომ ესპანეთთან საერთოდ გაუწონასწორებული საქციელები ჩაიდინა,
ზაკო
10 ივლისი 2024 13:43
0
ამ კომენტარს მხოლოდ ავამდყოფი და ყველაფერზე გაბოროტებული თუ მისცემს დისლაიქს…
zola
10 ივლისი 2024 08:59
1
16 წლის იამალი გენიოსია!
giorgi 3
10 ივლისი 2024 01:52
5
ოლმო? ოლმოს დარტყმული ბურთი ცდებოდა კარს, კუნდემ ჩაჭრა ავტოგოლი.
Რაგბის ფანი
10 ივლისი 2024 02:10
7
საიდან დაასკვენი რომ კარებს სცდებოდა?კარის ხაზზე იყო ბურთი მცველს რომ მოხვდა.
დავითი
10 ივლისი 2024 08:09
2
მიქაუტაძეს აშკარად პარავენ პირველ ადგილს! ოლმოს მომენტი იყო ავტო-გოლი და გოლად ჩაუთავალეს!! გადავიდეთ უეფას გვერდზე და ავტეხოთ ხმაური!!!მაგარი ამბები იქნება, ეს გოლი თუ დატოვეს სკანდალია სერიოზული.
მიქა
10 ივლისი 2024 01:18
5
აბა პატარა საქართველოს შვილს ხომ არ გამოატანენ, აქაც ასანქცირებენ ევროპელი დემოკრატები
ზაკო
10 ივლისი 2024 02:26
9
მოდი რა, ჩემო ძმაო, მიქაუტაძეს ეგეთი რო გაეტანა ჩემს ფეხებს ჩაუთვლიდნენ! ერთი, ოლმოს გუშინდელი გოლი იყო სუფთა და მეორე, ჩვენ რო გაგვიტანა როდრიმ!
მიქა
10 ივლისი 2024 11:42
1
ყველა გამოხმაურება
ერთი რამ ვერ გავიგე. რატომ აპელირებთ საფრანგეთის ნაკრებზე, რომ ზანგები თამაშობენ და ა.შ. უამრავმა რუსმა გამოთქვა სურვილი სპორტის სხვადასხვა სახეობაში, საქართველოს სახელით გამოსვლაზე თანაც ისეთებმაც რომლებიც ნამყოფებიც არ არიან საქართველოში. ყველანი ( დიდი უმრავლესობა) მიესალმა მათ გადაწყვეტილებას და საფრანგეთში დაბადებულმა აღარ ითამაშოს ნაკრებში? მაინცადამაინც საფრანგეთზე რატომ გაქვთ გართულება? თანაც ევროპის საუკეთესო ქვეყანასთან, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ევროპის ცივილიზაციისთვის. მწერლობა, ხელოვნება, მოდა, სუნამო ხომ პირველია ევროპაში? ქოცბანდის წევრებს შევახსენებ. 19საუკუნეში რუსეთში ფრანგულად ლაპარაკობდნენ, რუსულშიც ფრანგულ სიტყვებს ურევდნენ ელიტის წარმომადგენლები მყავს მხედველობაში. რაც გუშინდელ მატჩს რომ არა უილიამსი და ლამალი ( თქვენი გაგებით ზანგები) შეიძლება ვერც მოეგოთ ესპანელებს. მერე კიდევ საიდან მოიტანეთ რომ ვითომ ესპანელებს მსაჯები მიზანმიმართულად ეხმარებიან? ზოგს იმის პრეზტენზიაც გაუჩნდა, თითქოს რომ არა მსაჯი, ჩვენ ესპანეთს მოვუგებდით. კი მაგრამ რის საფუძველზე, უკეთესი გუნდი გვყავს? შემთხვევითობის პრინციპით რომ მსჯელობდეთ კიდევ ხო, მაგრამ ზოგი რეალურად ასე ფიქრობს. ჩეხეთთან ლობჟანიძის გამოუყენებელ მომენტს იხსენებს ბევრი და ის ავიწყდება, რომ ცალკარა თამაში იყო. უმოტივაციო პორტუგალიის მეორე შემადგენლობასთან მოგებამ ბევრს ტვინი აურია და ევროპის ჩემპიონობა მოუნდათ. ის ვერ გაუგიათ რომ გუნდის შენებას დრო სჭირდება, ერთი და ორი წელი არ არის საკმარისი. დღევანდელ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი ნაკრების გამარჯვება ტოპ ნაკრებებთან მხოლოდ შემთხვევითობაა. თავდადება და მონდომება ჩვენს ბიჭებს არ აკლდათ და ამიტომაც არიან დასაფასებლები, მაგრამ კლასი დაბალია. ჯერ ვერ ვართ თუნდაც საშუალო ნაკრები. ბოლოს ისიც მინდა ავღნიშნო. რომ არა მამარდა ჩვენ ამ შედეგს ვერ მივაღწევდით. (ჯგუფიდან ვერ გავიდოდით). ქოცთა ფანები, ისინი ვინც ტოპ თამაშებზე კითხულობენ რომელ საათზეა ფეხბურთი და თამაშის დროს რომელნი არიან ჩვენები. ასეთი ხალხი ნუ გამომეხმაურებით, ასევე ვინც ფეხბურთის როგორც სპორტის სახეობა ანიკაშვილ-ფუტკარაძისგან გაიგეთ.
დავით 67
10 ივლისი 2024 14:49
9
Რომელმა რუსმა გამოთქვა და ბევრმა? Გინდა სიმართლე გითხრა?შენ რუსეთი გგონია რასაც ტელევიზორში გაჩვენებენ და რუსი გგონია თბილისში სლავიანური გარეგნობისას ვისაც დაინახავ.შენ ნამდვილი რუსი და რუსეთი რო ნახო დამიჯერე შარვალს გაივსებ შენი ბელადივით.უკრაინაში სახურავიდან რო ჩამოიყვანეს ხო გახსოვს? Ხოდა ძალიან ახლობელმა მითხრა რო მოიყვანეს შარვალში გასული ჰქონდაო.ისე ყარდა ახლო მისვლას ვერ ვბედავდითო.ეგ აქ ხარ მაგარი წკაპა წკუპში.
და ერთი უნდა გითხრა კიდევ:შენ არც ნამდვილი უკრაინელი გინახია და არც ნამდვილი უკრაინელი იცი და თუ რუსზე უკეთესი გგონია ძალიან სცდები. Შენ ვერც კი წარმოიდგენ რა არაკაცები და სადისტები არიან.გაიკითხე ვინმე გეყოლება ვინც მაგ ნაციას იცნობს.ისე რატო აღარ აპორტესტებთ რუსულ კანონს?ილოცეთ რო ესენი დარჩნენ ხელისუფლებაში ვინც არიან თორე თუ მოვიდნენ ის გიჟები მეც რო ვიცი და შენც რო იცი-სათითაოს გამოგიყვანენ უსამშობლოებს და სამაგალითოდ დაგსჯიან.
დავით 67
10 ივლისი 2024 18:52
2
მაგდა ანიკაშვილს და ფუტკარაძეს რას უწუნებ ვაჟკაც? ნუ რა ვქნათ ნაცებივით უზრდელები და აგრესიულები, რომ არ არიან მაგიტომ? ან კიდევ პირდაპირ ეთერში, რო არ იგინებიან მაგიტომ? ყველა სიტყვაში ოცნებას რო ახსენებ კრიტიკით, არ ჯობია ნაცებით დაიწყო? მერე საფრანგრთის წარსულს რო ახსენებ, კი ბატონო გეთანხმებით მაგარი იყო, მაგრამ ის წარსული იყო ეხლა? ეხლანდელი საფრანგეთი, საფრანგეთია? სუფთა აფრიკის ფილიალია!პარადი მიყავთ ზანგებს!
დავით 67-ს
10 ივლისი 2024 16:32
6
ყველა გამოხმაურება
აქ რომ კომენტარებს წერენ ქოცოატრიოტები, მართლა სჯერათ რომ საქართველოს ნაკრები ესპანეთის ნაკრებზე ძლიერია და მსაჯის მიკერძოებული დამოკიდებულების გამო წავაგეთ? ასე თავში რამ აგირიათ? ბოლოს და ბოლოს ლამაზი ფეხბურთი არ გირჩევნიათ კარის ხაზთან ჩამწკრივებული გუნდის ყურებას? რეებს წერთ ხალხო, პარტიის ყრილობაზე ხომ არა ხართ,დაიოკეთ "ფსევდოპატრიოტიზმი" და ოდნავ მაინც გამოიხედეთ გარეთ.
Walter White
10 ივლისი 2024 11:36
14
მოდი რა, ჩემო ძმაო, მიქაუტაძეს ეგეთი რო გაეტანა ჩემს ფეხებს ჩაუთვლიდნენ! ერთი, ოლმოს გუშინდელი გოლი იყო სუფთა და მეორე, ჩვენ რო გაგვიტანა როდრიმ
იშხნელი
10 ივლისი 2024 12:04
7
იმედია დღეს ბოლოჯერ ვუყურებთ ინგლისელების ანტი ფეხბურთს და მართლა ლამაზი ფინალი გვექნება....
გია
10 ივლისი 2024 10:04
1
ყველაზე სუსტი ჩემპიონატი იყო რაც ოდესმე მიყურებია :)
Gio
10 ივლისი 2024 01:29
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული