ესპანეთი-საფრანგეთი. 16 წლის იამალმა გაიტანა - ფეხბურთმა გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთმა საფრანგეთი 2:1 დაამარცხა.

დებიუტში ფრანგები ნიღბის გარეშე მოთამაშე მბაპეს პასით კოლო მუანიმ დააწინაურა, თუმცა 16 წლის იამალმა შორიდან გატანილი დიდებული გოლით ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ ოლმომ ტჩუამენი ჩამოიცილა, დაარტყა და ბურთი საკუთარ კარში კუნდემ ჩაჭრა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში გუნდებმა კარში სამჯერ დაარტყეს და სამივე შემთხვევაში მიზანს უწიეს.

მეორე ტაიმში „ფურია როხა“ პრაგმატულად მოქმედებდა, თავს იცავდა, კონტრშეტევებით პასუხობდა და გაიმარჯვა კიდეც. თუმცა, უნ
და აღინიშნოს, დეშამის გუნდმა ევრო 2024-ზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

ესპანეთმა მიმდინარე ტურნირზე ექვსივე დაპირისპირება მოიგო და 2012 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეხუთედ გავიდა ფინალში.

მეორე 1/2-ფინალური შეხვედრა ნიდერლანდებსა და ინგლისს შორის დღეს დორტმუნდში გაიმართება.

მიუნხენი. „ალიანც არენა“. 62 042 მაყურებელი
ესპანეთი - საფრანგეთი 2:1
გოლები: 0:1 კოლო მუანი (8), 1:1 იამალი (21), 2:1 ოლმო (25)

. იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც დიდ ტურნირებზე დალაშქრა მეტოქეთა კარი. მან პელეს რეკორდი დაამხო.
. ოლმო პირველი ესპანელი ფეხბურთელია, რომელმაც დიდ ტურნირებზე ზედიზედ სამ მატჩში გაიტანა.
. ესპანეთმა 13 გოლი გაიტანა და ევროპირველობებზე თავისი რეკორდი გაიმეორა - უფრო მეტი დიდ ტურნირზე მხოლოდ საფრანგეთმა 1984 წელს გაიტანა (14).
. მბაპემ ბოლო ორ ევროზე ერთადერთი გოლი გაიტანა და ისიც პენალტით.

altესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 77 /
მესის ფოტო დევს ინტერნეტში ხელში უჭირავს თოთო იამალი...ნაღდი შოკია არ მჯერა!
ჟორა
17:42 10-07-2024
0
სტატიის სათაური მომეწონა.ფეხბურთმა გაიმარჯვა.საფრანგეთს უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს,მაგრამ სუპერ ფრთხილ თამაშს მიმართავს და მოედანზე სანახაობას ჰკლავს.იმედია ინგლისიც წააგებს.იმიტომ კი არა,რომ ინგლისის ნაკრები არ მიყვარს,არამედ იმიტომ,რომ მწვრთნელი,მათ ბრწყინვალე შემადგენლობასაც უსახურ ფეხბურთს ათამაშებს.აიძულებს,ასე ითამაშოს.საფრანგეთსაც და ინგლისსაც შეუძლიათ დიდებული ფეხბურთი ითამაშონ,მაგრამ არ თამაშობენ და სწორედ ამის გამო უნდა დაისაჯონ.მსოფლიოს ჩემპიონატამდე,კიდევ 2 წელია.ამ დროში,მათ თავისუფლად შეუძლიათ შემტევ ფეხბურთზე გადაწყობა.ეს კი,დიდებული სანახაობა იქნება და საბოლოო ჯამში,მთელი მსოფლიო მოიგებს.
სოსო
16:49 10-07-2024
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული