ესპანეთი-საფრანგეთი. 16 წლის იამალმა გაიტანა - ფეხბურთმა გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთმა საფრანგეთი 2:1 დაამარცხა.

დებიუტში ფრანგები ნიღბის გარეშე მოთამაშე მბაპეს პასით კოლო მუანიმ დააწინაურა, თუმცა 16 წლის იამალმა შორიდან გატანილი დიდებული გოლით ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ ოლმომ ტჩუამენი ჩამოიცილა, დაარტყა და ბურთი საკუთარ კარში კუნდემ ჩაჭრა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში გუნდებმა კარში სამჯერ დაარტყეს და სამივე შემთხვევაში მიზანს უწიეს.

მეორე ტაიმში „ფურია როხა“ პრაგმატულად მოქმედებდა, თავს იცავდა, კონტრშეტევებით პასუხობდა და გაიმარჯვა კიდეც. თუმცა, უნ
და აღინიშნოს, დეშამის გუნდმა ევრო 2024-ზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

ესპანეთმა მიმდინარე ტურნირზე ექვსივე დაპირისპირება მოიგო და 2012 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეხუთედ გავიდა ფინალში.

მეორე 1/2-ფინალური შეხვედრა ნიდერლანდებსა და ინგლისს შორის დღეს დორტმუნდში გაიმართება.

მიუნხენი. „ალიანც არენა“. 62 042 მაყურებელი
ესპანეთი - საფრანგეთი 2:1
გოლები: 0:1 კოლო მუანი (8), 1:1 იამალი (21), 2:1 ოლმო (25)

. იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც დიდ ტურნირებზე დალაშქრა მეტოქეთა კარი. მან პელეს რეკორდი დაამხო.
. ოლმო პირველი ესპანელი ფეხბურთელია, რომელმაც დიდ ტურნირებზე ზედიზედ სამ მატჩში გაიტანა.
. ესპანეთმა 13 გოლი გაიტანა და ევროპირველობებზე თავისი რეკორდი გაიმეორა - უფრო მეტი დიდ ტურნირზე მხოლოდ საფრანგეთმა 1984 წელს გაიტანა (14).
. მბაპემ ბოლო ორ ევროზე ერთადერთი გოლი გაიტანა და ისიც პენალტით.

altესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 77 /
მესის ფოტო დევს ინტერნეტში ხელში უჭირავს თოთო იამალი...ნაღდი შოკია არ მჯერა!
ჟორა
10 ივლისი 2024 17:42
0
სტატიის სათაური მომეწონა.ფეხბურთმა გაიმარჯვა.საფრანგეთს უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს,მაგრამ სუპერ ფრთხილ თამაშს მიმართავს და მოედანზე სანახაობას ჰკლავს.იმედია ინგლისიც წააგებს.იმიტომ კი არა,რომ ინგლისის ნაკრები არ მიყვარს,არამედ იმიტომ,რომ მწვრთნელი,მათ ბრწყინვალე შემადგენლობასაც უსახურ ფეხბურთს ათამაშებს.აიძულებს,ასე ითამაშოს.საფრანგეთსაც და ინგლისსაც შეუძლიათ დიდებული ფეხბურთი ითამაშონ,მაგრამ არ თამაშობენ და სწორედ ამის გამო უნდა დაისაჯონ.მსოფლიოს ჩემპიონატამდე,კიდევ 2 წელია.ამ დროში,მათ თავისუფლად შეუძლიათ შემტევ ფეხბურთზე გადაწყობა.ეს კი,დიდებული სანახაობა იქნება და საბოლოო ჯამში,მთელი მსოფლიო მოიგებს.
სოსო
10 ივლისი 2024 16:49
0
ერთი რამ ვერ გავიგე. რატომ აპელირებთ საფრანგეთის ნაკრებზე, რომ ზანგები თამაშობენ და ა.შ. უამრავმა რუსმა გამოთქვა სურვილი სპორტის სხვადასხვა სახეობაში, საქართველოს სახელით გამოსვლაზე თანაც ისეთებმაც რომლებიც ნამყოფებიც არ არიან საქართველოში. ყველანი ( დიდი უმრავლესობა) მიესალმა მათ გადაწყვეტილებას და საფრანგეთში დაბადებულმა აღარ ითამაშოს ნაკრებში? მაინცადამაინც საფრანგეთზე რატომ გაქვთ გართულება? თანაც ევროპის საუკეთესო ქვეყანასთან, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ევროპის ცივილიზაციისთვის. მწერლობა, ხელოვნება, მოდა, სუნამო ხომ პირველია ევროპაში? ქოცბანდის წევრებს შევახსენებ. 19საუკუნეში რუსეთში ფრანგულად ლაპარაკობდნენ, რუსულშიც ფრანგულ სიტყვებს ურევდნენ ელიტის წარმომადგენლები მყავს მხედველობაში. რაც გუშინდელ მატჩს რომ არა უილიამსი და ლამალი ( თქვენი გაგებით ზანგები) შეიძლება ვერც მოეგოთ ესპანელებს. მერე კიდევ საიდან მოიტანეთ რომ ვითომ ესპანელებს მსაჯები მიზანმიმართულად ეხმარებიან? ზოგს იმის პრეზტენზიაც გაუჩნდა, თითქოს რომ არა მსაჯი, ჩვენ ესპანეთს მოვუგებდით. კი მაგრამ რის საფუძველზე, უკეთესი გუნდი გვყავს? შემთხვევითობის პრინციპით რომ მსჯელობდეთ კიდევ ხო, მაგრამ ზოგი რეალურად ასე ფიქრობს. ჩეხეთთან ლობჟანიძის გამოუყენებელ მომენტს იხსენებს ბევრი და ის ავიწყდება, რომ ცალკარა თამაში იყო. უმოტივაციო პორტუგალიის მეორე შემადგენლობასთან მოგებამ ბევრს ტვინი აურია და ევროპის ჩემპიონობა მოუნდათ. ის ვერ გაუგიათ რომ გუნდის შენებას დრო სჭირდება, ერთი და ორი წელი არ არის საკმარისი. დღევანდელ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი ნაკრების გამარჯვება ტოპ ნაკრებებთან მხოლოდ შემთხვევითობაა. თავდადება და მონდომება ჩვენს ბიჭებს არ აკლდათ და ამიტომაც არიან დასაფასებლები, მაგრამ კლასი დაბალია. ჯერ ვერ ვართ თუნდაც საშუალო ნაკრები. ბოლოს ისიც მინდა ავღნიშნო. რომ არა მამარდა ჩვენ ამ შედეგს ვერ მივაღწევდით. (ჯგუფიდან ვერ გავიდოდით). ქოცთა ფანები, ისინი ვინც ტოპ თამაშებზე კითხულობენ რომელ საათზეა ფეხბურთი და თამაშის დროს რომელნი არიან ჩვენები. ასეთი ხალხი ნუ გამომეხმაურებით, ასევე ვინც ფეხბურთის როგორც სპორტის სახეობა ანიკაშვილ-ფუტკარაძისგან გაიგეთ.
დავით 67
10 ივლისი 2024 14:49
9
ბოლო კომენტარში ეტყობა მე მომართავს ვიღაცა, როგორც სჩანს ჩემს ნიკზე ასო ს დაეწერა დაავიწყდა. სასაცილო ისაა რომ მე მეუბნება შენ რუსეთი რასაც ტელევიზორში აჩვენებენ ის გგონიაო)))) .არადა უამრავჯერ დამიწერია რომ რუსეთში 32წელი ვიცხოვრე და ჯერ კიდევ 2021წელს(ომამდე) დავბრუნდი.ასე რომ ის გამახსენდა ომიდან დაბრუნებულ ბაბუას ფრონტის ამბებს შვილიშვილი უყვებოდაო ანდა შვილიშვილი ბებიას იმას ასწავლიდაო)).ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ბოლოს კომენტარში დავწერე ქოცბანდა ნუ გამომეხმაურებით მეთქი, მაგრამ არ გასვენებს გამჩენი. ბელადომანიით არსებული ხელისუფლების მომხრეები ხართ დაკავებული. მინდა დავამატო რომ 3წელია უკვე რაც ჩემს სამშობლოში ვარ,მაგრამ თავი ისევ რუსეთში მგონია ყველაფერი იგივეა, უბრალოდ ენაშია სხვაობა.
დავით 67
10 ივლისი 2024 22:04
0
ოცი წელი ვიცხოვრე რუსეთში. ხოდა ნუ მასწავლი საშუალო რუსი რა არის. ერთი ერთზე თუ დარჩა შენთან, მხდალია მორჩილი და თავს ისულელებს, მაგისი სტიქიაა ერთზე ათნი რომ მიდიან, მაშინ ხდება თავხედი, სასტიკი და დაუნდობელი. ღირსება რა არის საერთოდ არ იცის, ყველაფრის მკადრებელია. არც მეგობრის ცოლი იცის და ხშირად არც ნათესავი. სულ სხვის ტერიტორიაზე უჭირავს თვალი მიუხედავად იმისა რომ თავისი ტერიტორია ჩაქაჩებული აქვს და საღორეში ცხოვრობს. გამონაკლისები არსებობენ მაგრამ ათასში ერთი. ხოდა მორჩი რა ახლა მაგ "ერის" პიარს, ვიცნობთ როგორმე...
დავით 67-ს
10 ივლისი 2024 21:57
1
ყველა გამოხმაურება
არ მგონია ეს ბავშვი რომ მართლა 16 წლის იყოს. ისეთი ფიზიკური მონაცემები აქვს. ძალიან ძლიერია, მყარად დგას ფეხზე და ძალიან ბევრსაც მოძრაობს. 18-19 წლის შთაბეჭდილებას ტოვებს. უეჭველი დაბადების წელი ექნება გადაკეთებული.
ვაჰ ცხოვებავ რაშიგან ხარ
10 ივლისი 2024 14:34
6
მესის და ახალშობილ (ნუ თვეების) იამალის სურათებს რომ გადახედავ, იგივე აზრი გრჩება?

ყველა ისე ფიქრობს რაც ბევრი უნახავს, ალბათ და მაქედან ეჭვებიც.

აგერ სურათებიც:

https://www.mdzol.com/deportes/2024/7/5/la-increible-historia-de-la-foto-de-messi-lamine-yamal-de-bebe-que-se-hizo-viral-440353.html
ცხოვრებას
10 ივლისი 2024 16:38
0
ინგლისი გაგიბამბალებთ როგორც ტრაფალგარში.
ბაგრატი
10 ივლისი 2024 14:01
12
რატო?უკეთესად თამაშობს?
Zviada
10 ივლისი 2024 20:35
0
ესპანეთი ჩვენზე დავაჟკაცდა!!
მიმოზა მამიდა
10 ივლისი 2024 13:52
5
კიდე ვიძახი! მიქაუტაძეს ეგრე რო გაეტანა გოლი, როგორც ოლმომ გუშინ, ჟორიკას არ ჩაუთვლიდნენ! უეფას პრესტიჟის საქმეა, თითქმის დამთავრდა ჩემპიონატი და ჯგუფური ეტაპიდან პირველია ტიპი და ვერავინ გაუსწრო!
მიქა
10 ივლისი 2024 11:56
4
თქვენ ან სხვა თამაშს უყურეთ ან მხედველობის პრობლემა გაქვთ! საკმაო მანძილი იყო კარის ხაზიდან. რატომტაც უეფა ესპანელებს ყოველთვის წყალობს.
საბას
10 ივლისი 2024 13:54
1
წესებში ჩაიხედე..ეგაა რო კითხვა გვეზარება..ავტოგოლი არის როცა მინდვრის ფეხბურთელი ბურთს უცვლის მიმართულებას,ანუ კარებში არ მიდის და მისი შეხებით კარებში გადის.ამ შემთხვევაში მეკარემ ვერ აიღო და კარების ხაზზე შეეეხო მცველი ბურთს და ავტოგოლიო საიდან გამოდის?
საბა
10 ივლისი 2024 13:12
2
დაბოღმილი ვარ? სუფთა პენალი არ დაგვიდეს, როცა ვიგებდით და მერე, პედრის არ ჩასათვლელი, ჩათვალეს! მორატა, ძეგლივით რო ედგა წინ მეკარეს. მე არ ვიძახი,რო მოვიგებდით. მაგრამ ესეთი იავნი, არა სამართლიანი მსაჯობა, პაზორია! იმ ფრანგმა მსაჯმა, გამოიღოს დღეეეს!
მიქა
10 ივლისი 2024 11:52
1
აქ რომ კომენტარებს წერენ ქოცოატრიოტები, მართლა სჯერათ რომ საქართველოს ნაკრები ესპანეთის ნაკრებზე ძლიერია და მსაჯის მიკერძოებული დამოკიდებულების გამო წავაგეთ? ასე თავში რამ აგირიათ? ბოლოს და ბოლოს ლამაზი ფეხბურთი არ გირჩევნიათ კარის ხაზთან ჩამწკრივებული გუნდის ყურებას? რეებს წერთ ხალხო, პარტიის ყრილობაზე ხომ არა ხართ,დაიოკეთ "ფსევდოპატრიოტიზმი" და ოდნავ მაინც გამოიხედეთ გარეთ.
Walter White
10 ივლისი 2024 11:36
14
მოდი რა, ჩემო ძმაო, მიქაუტაძეს ეგეთი რო გაეტანა ჩემს ფეხებს ჩაუთვლიდნენ! ერთი, ოლმოს გუშინდელი გოლი იყო სუფთა და მეორე, ჩვენ რო გაგვიტანა როდრიმ
იშხნელი
10 ივლისი 2024 12:04
7
გადადით! უეფას, ფეისბუქ გვერდზე და გააპროტესტეთ, ოლმოზე მიწერილი გოლი, რომელიც სუფთა ავტო-გოლი იყო! მიქაუტაძეს ახვევენ პირველ ადგილს!მე იმდენი ვწერე დამბლოკეს
მიქაუტაძე
10 ივლისი 2024 11:35
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული